კადრები, რომლებითაც ეს ვიდეო გაკეთდა, იუპიტერის გარშემო მოძრავი ავტომატური კოსმოსური აპარატის – “ჯუნო” (NASA), საშულებით გადაიღეს. თავიდან, “ჯუნო” ორფრად “შეღებილი”, 2000 კილომეტრი დიამეტრის მქონე განიმედეს თავზე მიფრინავს და მისი ზედაპირის ყინულოვან ლანდშაფტს გვიჩვენებს, რომელიც ღარებითა და კრატერებით არის დაფარული (განიმედე – ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი). ღარები, სავარაუდოდ, ზედაპირული ფილების წანაცვლების შედეგად გაჩნდა, ხოლო კრატერები, ასტეროიდებთან შეჯახებებით. იუპიტერის გარშემო შესრულებელ 34-ე წრეზე, “ჯუნომ” ამ გიგანტის ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე ღრუბლების ხვეულები და მთლიანად პლანეტაზე გარშემორტყმული ფერადი ზოლები გადაიღო. შუაში ჩანს რამდენიმე ოვალური ღრუბელი, ძაფზე ასხმული მარგალიტებივით, და ბოლოს, მბრუნავი ღრუბლები სამხრეთით. გეგმის მიხედვით, მომავალი წლის სექტემბერს, ეს აპარატი იუპიტერის კიდევ ერთი დიდი თანამგზავრის, ევროპის ახლოს გაიფრენს (კიდევ “ჯუნოს” შესახებ).
