”ჯუნო” – დედამიწის ზომის ციკლონები და ძლიერი მაგნიტური ველი

 ”ჯუნომ” დაადგინა, რომ იუპიტერის ეკვატორზე ამიაკის სარტყელია, რომელიც 300 კილომეტრის სიღრმემდე ვრცელდება, რაც პლანეტის სხვადასხვა ზონებს შორის ამიაკის გადანაწილების რთული სისტემის არსებობაზე მეტყველებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ გიგანტის ბობოქარ ატმოსფეროს ქვეშ, ერთგვაროვანი, მეტალური წყალბადით(მაღალი წნევის გამო) წარმოქმნილილი მყარი ბირთვია. აღმოჩნდა, რომ იუპიტერის შიდა შრეები მუდმივად ერთმანეთში ირევა, ანუ ბირთვს გადღაბნილი, ნისლოვანი გარე კონტურები აქვს.

 კიდევ ერთი აღმოჩენა – პლანეტის მაგნიტური ველი იმაზე ძლიერია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. მკვლევარები ისეც ვარაუდოდბნენ, რომ ის 10-20-ჯერ ძლიერია დედამიწისეულზე, თუმცა ”ჯუნოდან” გადმოცემული მონაცემები გვიჩვენებს, რომ რეალური მაჩვენებლები კიდევ 2-ჯერ უფრო მაღალია. ამასთან ერთად, მაგნიტური ველი არ არის ერთგვაროვანი, აქვს ჩავარდნები და მატებები, ხოლო მისი წყარო ზედაპირთან ახლოსაა და არა ბირთვთან, როგორც დედამიწის შემთხვევაში.

 აპარატმა დედამიწისა და ნახევარი დედამიწის ზომის უზარმაზარი ციკლონების ფოტოები გადმოსცა, რომლებიც კონდენსირებული ამიაკისგან უნდა შედგებოდეს. ეკვატორიდან სამხრეთით, უცნაური თეთრი ოვალები კი ამიაკისა და ჰიდრაზინის ღრუბლები უნდა იყოს. პოლუსებზე, დედამიწის პოლარული ნათების მსგავსი მოვლენები დაიმზირება, ოღონდ იქაური ატმოსფერო ძირითადად მეთანისა და წყალბადის სამატომიანი მოლეკულური იონისგან შედგება, ხოლო ტემპერატურა 500-950 კელვინის ფარგლებში მერყეობს(226-677 ცელსიუსით).

 ეს ინფორმაცია იუპიტერის გარშემო ”ჯუნოს” მიერ გაკეთებული 5 სრული ბრუნის მერე იქნა მიღებული. მისიის ფინანსირების დამთავრებამდე(2018 წლის ივლისი), აპარატი კიდევ შვიდჯერ შემოუვლის კვლევის სამიზნეს და სხვა ბევრ საინტერესო მონაცემებსაც გადმოსცემს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.