ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინჟინრებმა სპექტროგრაფ NIRSpec აწყობა დაასრულეს. ის ”ჰაბლის” შემცვლელ, ახალი თაობის ორბიტალურ ტელესკოპზე ”ჯეიმს უებზე” დაყენდება, რომლის სტარტი 2018 წლისთვის არის დაგეგმილი(ESA).
NIRSpec-ი ანალიზს გაუკეთებს გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძე 600 ნანომეტრიდან(მოწითალო-ნარინჯისფერი სინათლე) 5 მიკრომეტრის ფარგლებშია. ინსტრუმენტი, ტელესკოპის თვალთახედვაში, ანუ ცის 9 კუთხური წუთის ნაწილზე, მოხვედრილ ერთბაშად ასამდე ობიექტს შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტის ზიმები მცირეა 1,9 x 1,3 x 0,7 მეტრი, მისი მასა 220 კილოგრამს შეადგენს: სპექტროპგრაფის მასის შემცირება სილიციუმის კარბიდის გამოყენების ხარჯზე მოხერხდა. ამ მასალას, როგორც სააგენტოს საიტზე დაიწერა, მასა-სიმტკიცის თანაფარდობის ძალიან დიდი მაჩვენებელი აქვს, ასევე უკიდურესად მცირე ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი.
ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ოპტიკური ნაწილის შექმნის დროს გამოდგა. NIRSpec-ის დამზადებისას იგივე ტექნოლოგია იქნა გამოყენებული, როგორიც ”ჰერშელის” სილიციუმის კარბიდის სარკის დამზადებისას.
ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტროგრაფის დახმარებით მეცნიერები ეკზოპლანეტების ატმოსფეროების კვლევას გეგმავენ, ასევე ახალი მონაცემების მიღებას ვარსკვლავების ფორმირების შესახებ. ”ჯეიმს უები” კოსმოსში რაკეტამატარებელი არიან-5-ის საშუალებით, ლაგრანჟის მეორე წერტილში, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, 2018 წელს გავა. მზის გამოსხივებისგან ტელესკოპს სპეციალური ეკრანი დაიცავს, დაბალი სამუშაო ტემპერატურის უზრუნველყოფით, რაც ცივ ობიექტებზე დაკვირვებების საშუალებას იძლევა. 6,5 მეტრიანი სარკე პატარა სარკეებისგან იქნნება აწყობილი. NIRSpec-ი მეორე ინსტრუმენტია, რომელიც ESA-მ NASA-სთვის დაამზადა, ერთობლივი პროექტის ჩარჩოებში. ”ჯეიმს უები”-ს კოსმოსში მომსახურება, ”ჰაბლისგან” განსხვავებით, შეუძლებელი იქნება(”ჰაბლი” დედამიწას მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული), ამიტომ მან ყოველგვარი დაღვევების გარეშე 10 წელი უნდა იმუშაოს(პირველი ახალი ინსტრუმენტი ”ჯეიმს უებისთვის”; “ჯეიმს უებს” კერძო კოსმონავტიკა გადაარჩენს; ჯეიმს უები ჰაბლს შეცვლის; “ჯეიმს უების” სარკეები; ა.შ.შ-ს კონგრესმა “ჰაბლის” შემცვლელის გაშვება ეჭვქვეშ დააყენა).
”ჯეიმს უების” სპექტროგრაფი მზადაა
Posted by