ჯეიმს ედვინ ვები და NASA

 ჯეიმს ვები იყო აშშ-ს სახელმწიფო ჩინოვნიკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არანაირი გამოციდლება და განათლება არ ჰქონდა, 1961 წლის 14 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯონ კენედის დავალებით, ჯეიმს ვები, ნასას ადმინისტრატორად დაინიშნა. ნასაში ის პროგრამა “აპოლოს” მუშაობას ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანი იყო, ისტორიაში პირველად, ადამიანის დასმა მთვარის ზედაპირზე, რაც 1960-იანი წლების ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო. 7 წლის განმავლობაში, ვები იყო ამ პროგრამის მთავარი ლობისტი კონგრესში. იყო რა ცნობილი ჩინოვნიკი, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის თანადგომით, სწორედ მან უზრუნველყო მუდმივი მხარდაჭერისა და რესურსების მოპოვება აპოლოსთვის.

 ჯეიმს ედვინ ვები (James Edwin Webb. 1906 – 1992).

 ვების მმართველობის დროს, იყო რა პერსონალის მართვის უნარით გამორჩეული ფინანსისტი და იურისტი, ცალკეულ კვლევით ცენტრებად ქცეული ნასა, ერთ კარგად კოორდინირებულ ორგანიზაციად გადაიქცა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პილოტირებული კოსმოსური ხომალდების ცენტრის, მოგვიანებით, ჯონსონის კოსმოსური ცენტრის შექმნაში (ჰიუსტონი). მთავრობის მხრიდან მხოლოდ აპოლოს პროგრამაზე ფოკუსირებისთვის ზეწოლის მიუხედავად, ვებმა შეძლო დაერწმუნებინა ნასა, განეხორციელებინა სხვა პლანეტების კვლევა ისეთი პორგრამებით, როგორიც იყო “მარინერი” და “პიონერი”.

 1967 წელს, “აპოლო 1”-ის ავარიის შემდეგ (საცდელ ნაკვეთურში გაჩენილი ხანძრის გამო, სამი ასტრონავტი გაიგუდა), ვებმა მედიას განუცხადა: „ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ მსგავსი რამ ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა… თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ დედამიწაზევე? მან პრეზიდენ ჯონსონს სთხოვა, რომ ამ უბედური შემთხვევის გამოძიების ხელმძღვანელად დაენიშნათ. პირობა დადო, რომ სამართლიანად შეაფასებდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნებოდა დამნაშავე. კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნებს ის კონგრესის სხვდასხვა კომიტეტებში კითხულობდა და პირად ბრალსაც არ მალავდა. შემთხვევით თუ გამიზნულად, ვებმა შეძლო ამ ავარიასთან დაკავშირებული ნეგატიური რეაქციის რაღაც ნაწილი ნასასთვისაც აერიდებინა და ჯონსონის ადმინისტრაციისთვისაც. შედეგად, ნასას სახელი, პროგრამას კი საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეუნარჩუნდა.

 დემოკრატი ვები, მჭიდრო კავშირში იყო ჯონსონთან, და რადგან ჯონსონმა გადაწყვიტა არ მიეღო ხელახლა არჩევნებში მონაწილეობა, ვები ადმინისტრატორის თანამდებობიდან გადადგა, რათა მომავალ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ რიჩარდ ნიქსონს, საკუთარი ადმინისტრატორი აერჩია.

 1968 წელს, აშშ-ს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ვებს შეატყობინა, რომ სსრკ მუშობდა მძიმე რაკეტამატარებლის აგებაზე, მთვარისკენ პილოტირებული ფრენების განსახორცოელებლად. მან მაშინვე დაავალა ნასას, მოემზადებინათ “აპოლო 8”, იმავე წელს სავარაუდო გაფრენისთვის მთვარის ორბიტისკენ. მაშინ, ბევრს არ სჯეროდა სსრკ-ს ასეთი შესაძლებლობებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო რაკეტამატარებელ Н-1-ს ხუმრობით “ვების გიგანტი” შეარქვეს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციების გამომზეურებამ, ვების ვარაუდების მართებულობა დაადასტურა. ვები 1968 წელს წავიდა ნასადან, ზუსტად აპოლოს პროგრამის პირველი პილოტირებული ფრენის წინ.

 ნასაში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვებმა წიგნი გამოაქვეყნა — “კოსმოსური ერის მართვა: მსხვილმასშტაბიანი მიდგომა” (1969), რომელშიც მან კოსმოსური პროგრამა წარმატებული მმართველობის მოდელად წარმოადგინა, რომლის გაფართოებით შესაძლებელი იქნებოდა ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრაც.

 1969 წელს, ჯონსონმა, საპრეზიდენტო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა ვები. ის არის ლენგლის ოქროს მედლის მფლობელიც, რომელიც სმიტსონის ინსტიტიტმა მას 1976 წელს გადასცა.

 ნასას დატოვების შემდეგ, ვები დარჩა ვაშინგტონში, მსახურობდა მრჩეველთა რამდენიმე საბჭოში, მათ შორის, სმიტსონის ინსტიტუტის რეგენტად. 1981 წელს, მას მიენიჭა სილვანუს ტაიერის პრერმია, აშშ-ს სამხედრო აკადემიისგან ვესტ პოინტში, თავისი ქვეყნისთვის თავდადებისთვის.

 ჯეიმს ვები, გულის შეტევით გარდაიცვალა, ვაშინგტონის ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 1992 წლის 27 მარტს, 85 წლის ასაკში. დაკრძალულია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.