ხუთგანზომილებიანი შავი ხვრელების არასტაბილურობის მტკიცებულება

 ბრიტანელი თეორეტიკოსების თქმით, შავი ხვრელები, ხუთი და მეტი განზომილების დრო-სივრცეში, არასტაბილურია და კოსმოსური ცენზურის პრინციპს არღვევს(cam.ac.uk).

 კოსმოსური ცენზურის პრინციპი(მისი ძლიერი ფორმით), 1973 წელს ბრიტანელმა თეორეტიკოსმა როჯერ ფენროუზმა წარმოადგინა. მოგვიანებით, მისი მოდიფიცირებული ვერსია(სუსტი ფორმით), სთივენ ჰოქინგმა განიხილა(შვი ხვრელი – ჰოლოგრამული ასლები). ამ პრინციპის მიხედვით, დრო-სივრცეში არ შეიძლება არსებობდეს შიშველი სინგულარობები(უცნაური სინგულარობა).

 ეს იმას ნიშნავს, რომ სინგულარობები, ალბერტ აინშტაინისეული ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, გარე დამკვირვებლისგან დამალული უნდა იყოს. კერძოდ, შავი ხვრელების შემთხვევაში, სინგულარობა ყოველთვის მოვლენათა ჰორიზონტის ქვეშაა. ოთხგანზომილებიან სამყაროში, როგორც ჩანს, ეს პირობა სრულდება(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).

_თეორიის მიხდვით, ხუთგანზომილებიან დრო-სივრცეში შეიძლება არსებობდეს შავი ხვრელები, რომელთა პროექცია სამგანზომილებიან სივრცეზე, თხელ რგოლს შეიძლება შევადაროთ. სუპერკომპიუტერზე ჩატარებული მოდელირებით, ასეთი ხვრელების დინამიკის კვლევა და მათი არასტაბილური ხასიათის დემონსტრირება გახდა შესაძლებელი.

 დროთა განმავლობაში, ხუთგანზომილებიანი ხვრელები, სხვა ხვრელებად იშლება, რომლებიც შიშველი სინგულარობის წყაროები იქნება, რითაც კოსმოსური ცენზურის პრინციპი დაირღვევა. მათემატიკურად, ამას ფარდობითობის ზოგადი თეორიით ხუთგანზომილებიანი სივრცის აღწერის შეუძლებლობამდე მივყავართ.

 ფიზიკური შედეგები, ასეთ შემთხვევაში, დრო-სივრცეში მასის უსასრულო სიმკვრივის მქონე ადგილების გაჩენამდე და მიზიზ-შედეგობრიობის დარღვევამდე(როცა აწმყო არ მოქმედებს მომავალზე; ”ენდიურანსის” მოგზაურობა) დადის. მენციერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გაკეთებული დასკვნები, სიმებით თეორიის შემუშავებაში დაგვეხმარება, რომელშიც დრო-სივრცის განზომილება ოთხზე მეტია, ასევე, გრავიტაციის კვანტური თეორიის შექმნაში(მოკლედ კვანტური გრავიტაციის პრობლემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *