ვოლფენშთაინი – ”ვარსკვლავური ქვეითების” კაპიტანი

 რატომ იპარავენ უცხოპლანეტელები ადამიანებს? შესწავლის მიზნით? მათი საშუალებით ადამიანთა შორის ახალი ცოდნისა და იდეების გასავრცელებლად? აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ვერსიაც არსებობს: გატაცებული დედამიწელები, ”ვარსკვლავური არმიის”მებრძოლები ხდებიან და გალაქტიკათშორის ომებში იღებენ მონაწილეობას.

 ეს ისტორია, მონაბოდის კატეგორიას მიეკუთვნება, ვერავინ იტყვის, რა პროპორციობით არის მასში სიმართლე და მონაგონი ერთმანეთში არეული.

 1944 წელს, საფრანგეთის ქალაქი ანჟე მეკავშირეებმა აიღეს. ქალაქის სხვა ”ღირსშესანიშნეობათა” შორის იყო ფსიქიატრიული საავადმყოფო ვერმახთის ოფიცერთათვის – გაუთავებელი საბრძოლო ფრენებით ჭკუაზე გადასული ლუფთვაფეს მფრინავი, ცეცხლწაკიდებული ტანკიდან სასწაულით გადარჩნილი ტანკისტი, მასიური დახვრეტებით გაგიჟებული ესესის ოფიცერი და ა.შ. ამერიკის დაზვერვა, ამ საავადმყოფოს პაციენთა შორის, მართლმსაჯულებისგან დაძვრენის მსურველ სამხედრო დამნაშავეებს ეძებდა.

 უცნაური პაციენტი

 კაპიტანი ნორბერთ გეთცი 1943 წლის აგვისტოში, ღალატის გამო დააპატიმრეს. მისმა დამსმენმა ეფრეიტორმა ანგარიშში დაწერა, რომ გეთცი რუს ოფიცერს ესაუბრებოდა, საუბარი კი მისთვის გაუგებარ ენაზე ხდებოდა, რომელიც საერთოდაც არ ჰგავდა რუსულს.

 კაპიტანი დააპატიმრეს და საჯარიმო ბატალიონის ნაცვლად, ანჟეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ძლიერი ფრანგი ფსიქიატრი მუშაობდა(ნოშრევან კუჭუხიძე რომ წერილს უგზავნის, ის ხომ არა?! 🙂 ). ესესელებს აინტერესებდათ, სრულ ჭკუაზე იყო თუ არა გეთცი.

 ამერიკის დაზვერვამ, ფსიქიატრიის გიგანტის დასკვნაც ნახა: არანაირი ფსიქიკური დარღვევები არ დაიმზირება, სამედიცინო თვალსაზრისით, ნორბერთ გეთცი სრულიად ჯანმრთელია.

 ქვეითთა კაპიტანის დაუჯერებელი ამბავი

 1942 წლის ზაფხულში, ის, სადაზვერვო ქვედანაყოფის მეთაურის რანგში იბრძოდა. 30 ივლისს, ერთ-ერთ სოფელთან მიახლოებისას, მოწინააღმდეგის ასეთივე ქვედანაყოფს წააწყდნენ. გაჩაღდა ბრძოლა. ბოლო, რაც მას ახსოვდა, რუსი ჯარისკაცის მიერ ნასროლი ხელყუმბარა იყო, რომელიც პირდაპირ მის ფეხებთან დაეცა.

 გეთცი, ყაზარმული ტიპის ოთახში მოვიდა გონზე, რომელშიც ძირითადად, გერმანელი და რუსი ჯარისკაცები იყვნენ. შემდეგ, გამოუცხადეს, რომ დედამიწაზე ომი მათთვის დასრულდა და ხლა უცხოპლანეტელი ცივილიზაციის მხარეზე უნდა იბრძოლონ. სამი წლის განმავლობაში ვინც ცოცხალი გადარჩებოდა, უკან, დედამიწაზე დააბრუნებდნენ, ზუსტად იგივე მომენტში, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, სასწაულებრივი გადარჩენის ინსცენირებით. მსურველებს, რომელიმე დაპყრობილ პლანეტაზე კოლონიზტორებად დარჩენასაც სთავაზობდნენ.

 ადამიანებს, მრავალჯერადი გადატვირთვისა და მიკროგრავიტაციის ამტანობაში ავარჯიშებდნენ. ასწავლიდნენ იარაღით სარგებლობას, რომლის მუშაობის პრინციპი მათთვის გაუგებარი იყო.

 ”კურსანტებმა” ახალი ენაც შეისწავლეს, მათ წვრთნას კი მაღალი რასის ოფიცერი ხელმძღვანელობდა. გარეგნობით, ის ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა, თუმცა ეს მისი ნამდვილი გარეგნობა იყო თუ მეტამორფიზა, გეთცმა ვერ დაადგინა(უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები; ისინი ჩვენს შორის არიან…).

 სამი წლის განმავლობაში, გეთცი ქვეითთა რაზმში იბრძოდა, რომლებსაც პლაცდარმების აღება და ძირითადი ძალების მოსვლამდე მათი შენარჩუნება ევალებოდათ. სწორედ მაშინ გაიცნო მან ის რუსი ოფიცერი, რომლის გამოც დედამიწელმა თანამოძმეებმა დააპატიმრეს. გეთციც და რუსი ლეიტენანტიც ცოცხლები დარჩნენ, ხოლო ”ვარსკვლავური” სამხედრო სამსხურის ამოწურვის მერე, დედამიწაზე დაბრუნება არჩიეს.

 მომხვდურებმა სიტყვა შეასრულეს: გეთცი, ისევ სოფელ კარმანოვოსთან მოვიდა გონზე. მის ფეხებთან დაცემული ხელყუმბარა არ აფეთქდა. კაპიტანი თანამებრძოლებს შეუერთდა, უცხოპლანეტელების შესახებ არც აპირებდა ვინმესთვის მოეთხრო, რომ არა იმ რუს ”თანამებრძოლთან” შემთხვევითი შეხვედრა…

 შემდეგ, ანჟის ჰიტლერელები დაეცნენ, ერთი ჭურვი საავადმყოფოსაც მოხვდა, პაციენტები გაიფანტნენ. მათი უმრავლესობა იპოვეს, ნორბერთ გეთცი კი დაიკარგა. როგორც ჩანს, მიმალვაში მას ვარსკვლავური გამოცდილება დაეხმარა, თან, არც ამერიკელებს შეუწუიხებიათ თავი ფსიქოპათი გერმანელის ძებნით(”ანენერბე” და რამდენიმე უჩვეულო თავის ქალა ადიღეში; უცხოპლანეტელები, რუსებს უთვალთვალებენ; ატომური აფეთქებები მარსზე; ეს უხარისხო მფრინავი თეფშები; ამო კაცობრიობის ისტორიაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.