ხვრელების შერწყმის განტოლება

 ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორის, მაიქლ ქესდენისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული გამოთვლებით, მეცნიერებმა პირველად შეძლეს განტოლებათა ამონახსნების მიღება, რომლებითაც შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელების ქცევა აღიწერება(Physical Review Letters).

 ქესდენის თქმით, ამონახსნები არა მარტო ხვრელების შესწავლისთვის გამოდგება, არამედ გრავიტაციული ტალღების აღმოსჩენადაც კოსმოსში. ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, ორმაგ სისტემაში, ერთმანეთის გარშემო მბრუნავი ორი მასიური ობიექტი, დროთა განმავლობაში ერთმანეთს უნდა მიუახლოვდეს, ხოლო მიახლოებისას გამოყოფილი ენერგია გრავიტაციული ტალღების სახით უნდა გამოსხივდეს, რომელთა აღმოჩენა დღემდე ვერ ხერხდება(გრავიტაციული ტალღები თუ მტვერი?!).

 ”აჩქარებით მოძრავი მუხტი, მაგალითად, ელექტრონი(ატომი), ელექტრომაგნიტურ ტალღებს უშვებს(ბორის ატომი), მათ შორის ოპტიკურ დიაპაზონშიც. ანალოგიურად, აჩქარებით მოძრავმა მასამ გრავიტაციული ტალღები უნდა მოგვცეს” – ამბობს ქესდენი.

xvrelebis sherckm gantoleba

 განტოლებები, რომელთა ამონახსნები ამ ახალი ნამუშევრით იქნა მიღებული, ორი შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემის(მოცეკვავე ზემასიურები 3C 75-ში) მოძრაობის რაოდენობის მომენტების(იმპულსის მომენტი) მიმართულებებს აღწერს. ამ მომენტების მიმართულებათა დადგენის აუცილებლობა ისაა, რომ ორი შავი ხვრელის ერთმანეთის გარშემო ბრუნვისას, მთელი სისტემის ორბიტალური კუთხური მომენტი და თითოეული ხვრელის საკუთარი ბრუნვის მომენტებიც იცვლება, ანუ ხდება პრეცესია(1). ამ ამონახსნთა საშუალებით კომპიუტერული მოდელირების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რომელიც შავი ხვრელების მილიარდობით წლიანი ევოლუციის მსვლელობას წარმოგვიდგენს(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.