მაქსიმალურ ელვარებას ის 12 ოქტომბერს მიაღწევს, როცა მინიმალურ მანილზე მოუახლოვდება დედამიწას — 0,48 ასტრონომიულ ერთეულზე — დაახლოებით 72 მლნ.კმ. მისი სიკაშკაშის ზუსტად პროგნოზირება ძნელია, თუმცა ითვლება, რომ შეუიარაღებელი თვალით მის ნახვას აუცილებლად შევძლებთ.
ასო C ნიშნავს, რომ კომეტა არაპერიოდულია – ასეთი კომეტები ოორტის ღრუბლიდან მოდიან და მზის სისტემის შიდა ნაწილში მხოლოდ ერთხელ გაივლიან, ან 200 წელზე მეტ ხანს ანდომებენ მზის გარშემო შემოვლას. 2023 A3 ნიშნავს, რომ კომეტა აღმოაჩინეს 2023 წელს, იანვრის პირველ ნახევარში (შეესაბამება ასო A-ს, საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების ნომენკლატურით) და გახდა მესამე ასეთი ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია იმავე პერიოდში. ცუშინშან-ATLAS ნიშნავს, რომ აღმოჩენა გაკეთდა ტელესკოპების გამოყენებით ცუშინშანის ობსერვატორიაში და სისტემაში ATLAS.
9 – 12 ოქტომბერს, პირდაპირი გაბნევის ეფექტის ხარჯზე, კომეტის ხილული ელვარება -3-მდე შეიძლება გაიზარდოს. შედარებისთვის, XX საუკუნის ყველაზე დამზერადი ჰეილ-ბოპის კომეტის ნათობა პიკზე -1,8 იყო. 2023 წლის დასაწყისიდან პოპულარული “მწვანე კომეტისა” C/2022 E3 (ZTF) -5,4. ხოლო კომეტა “ნეოვაისისა” (NEOWISE (C/2020 F3)) – 0,9.
ნათობის ვარსკვლავურ სიდიდეს “m” (ლათ. მაგნიტუდა, სიდიდე)-ით აღნიშნავენ. ვარსკვლავური სიდიდეების სკალას უკუმიმართულება აქვს. რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით მკრთლია ობიექტი. მაგალითად, მეორე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავი 2m — 2,512-ჯერ ელვარეა მესამე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავზე 3m და 6,310-ჯერ ელვარე მეოთხე ვარსკვლავური სიდიდის 4m ვარსკვლავზე. გადადის მინუსებშიც.
ვეგა 0,582; სატურნი +1,47-დან −0,24-მდე; სირიუსი −1,47; იუპიტერი −1,61-დან −2,94-მდე; ვენერა −4,6; მთვარე −2,5/−12,9; მზე −26,7.
19 ოქტომბრის მერე, როცა მთვარე საღამოს ცას დატოვებს, კარგად დაბნელებულ ცაზე, კომეტის გრძელი კუდიც გამოჩნდება. მისი სიგრძე 20º მიაღწევს რაც, სავსე მთვარის დისკოს ზომაზე 40-ჯერ მეტია (კუთხური ზომა).
სანახაობის ადრევე დაწყება თუ გნებავთ, კომეტის ძებნა სექტემბრის ბოლოსკენ, ჰორიზონტთან ახლოს, გამთენიისას დაიწყეთ. მზესთან ახლოს (პერიჰელიუმი) ცუჩინშანი 27 სექტემბერს აღმოჩნდება — 0,39 ა.ე. — დაახლოებით 58 მლნ.კმ. ამ დროს მისი ელვარება -1m იქნება, უარეს შემთხვევაში კი მხოლოდ 4, ანუ ძლივს შესამჩნევი ღამის ცაზე.
პერიჰელიუმის გავლის მერე, C/2023 A3 (ცუჩინშანი–ATLAS) გარკვეული დროით გაქრება და საღამოს ცაზე ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყებს გამოჩენას. საღამოს ობიექტად ის თვის ბოლომდე დარჩება, 12 ოქტომბრიდან დაწყებული სწრაფი გამკრთალება, შეუიარაღებელი თავლით შეუმჩნევლობით დასრულდება.
C/2023 A3 (ცუშინშანი-ATLAS) შეიძლება ე.წ. დიდი კომეტა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინის ოფიციალური განმარტება არ არსებობს, “დიდს”, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულად ნათელ კომეტებს უწოდებენ. ისინი იმდენად კაშკაშაა, რომ შემთხვევითი დამკვირვებელის თვალთახედვის არეშიც კი ხვდება ხოლმე. კომეტები ჰეილ-ბოპი, 1997 წელს და მაკნოტი, 2007 წელს, ბოლო დიდ კომეტებს შორისაა. ისევ და ისევ, კომეტები ძალიან არაპროგნოზირებადი ობიექტებია და ყოველთვის არის შანსი, რომ ისინი არ მოიქცნენ ისე, როგორც მოსალოდნელია. ამ დროისთვის, ჩვენ მხოლოდ მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ, თუ როგორ წარმოაჩენს თავს C/2023 A3, 2024 წლის შემოდგომაზე (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).