წლის კომეტის კუდების სტრუქტურები

 კომეტას ორი კუდი აქვს, ცისფერი იონური ზუსტად მზის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და დამუხტული ნაწილაკებისგან, იონებისგან შედგება. იონური კუდის სტრუქტურების ფორმირება, სხვადასხვა იონების ამოფრქვევის განსხავავებული სიჩქარეებით არის განპირობებული, ასევე მზის ქარის მუდმივად ცვალებადი ხასიათით. თუმცა, გაცილებით უჩვეულოა C/2020 F3 (NEOWISE)-ის მტვრის კუდის ტალღოვანი სტრუქტურა. მტვრის კუდი, მზის გამოსხივებით განიდევნება, ის მრუდდება, რადგან მტვრის მძიმე ნაწილაკები უკეთ უმკლავდებიან სინათლის წნევას და მზის გარშემო, კომეტის ორბიტის გასწვრივ აგრძელებენ მოძრაობას. მტვრის კუდის შთამბეჭდავი ზოლიანი სტრუქტურების ბუნება უცნობია, ალაბთ, კომეტის 5 კილომეტრიანი ბირთვის გარსის დნობისას ამოფრქვეული მტრვის მბრუნავი ნაკადებია. ეს გამოსახულება 40 ფოტოს ციფრული დამუშავებით არის მიღებული, რომლებიც გობის უდაბნოს ბნელ ცაში რამდენიმე დღის წინ გადაიღეს. C/2020 F3 (NEOWISE)-მ დედამიწასთან უახლოესი წერტილი უკვე გაიარა, ახლა ისევ მზის სისტემის საზღვრებისკენ მიემართება (პერიოდი – 6800 წელიწადი), შეუიარაღებელი თვალით ისევ ჩანს. მნათობიდან დაშორებასთან ერთდ, მისი ელვარება შემცირდება (კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE) გამოჩნდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.