2014 წლის 24 ივნისს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ავტომატურმა მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობამ” მარსის კვლევა დაიწყო. 2013 წლის 5 აგვისტოს წითელი პლანეტის ზედაპირზე დაჯდომის(შიშის 7 წუთი) მერე ზუსტად 687 დღე ან 669 მარსული სოლი გავიდა. წლისთავის აღსანიშნავად, ავტომობილის ზომის მარსმავლის მიერ გადაღებულ ავტოპორტრეტს წარმოგიდგენთ, რომელიც ვინჯანას სახელით ცნიბილი გაშიშვლებული კლდოვანი ქანების ფონზე პოზირებს. ეს არის ადგილი, სადაც მარსმავალმა ნიმუშების ასაღებად საბურღი სამუშაოები ჩაატარა. მოზაიკური სელფი შედგენილია ფოტოებისგან, რომლებიც აპრილსა და მაისში კამერა MAHLI(ლინზებიანი ფოტოაპარატი მექანიკურ ხელზე)-მ გადაიღო(„ცნობისმოყვარეს“ ღამე გადაღებული სურათბი). კამერა პატარა მასშტაბებზე სამუშაოდ არის შექმნილი და მარსმავლის მექანიკური ხელის კიდეზეა დამონტაჟებული. მოზაიკის აწყობისას ის კადრები იქნა ამოღებული, რომლებზეც მექანიკური ხელი და კამერა ჩანან. თუმცა, კადრში სხვა კამერა მოხვდა – Mastcam, ცნობილი თავისი პანორამული ფოტოებით. მისი ობიექტივი ქვემოთ და მარცხნივაა მიმართული, მარსმავლის მიერ გაბურღული ხვრელისკენ(ყველაზე მაგარი მანქანა…; მარსმავლები).
წლისთავის აღასანიშნავი სელფი მარსიდან
Posted by