ცისფერი მთვარე

 ამ იშვიათ მოვლენას არანაირი კავშირი არა აქვს მთვარის ფერთან. 31 ივლისს, ამ თვეში მეორე სავსემთვარეობა იქნება, ეს იშვიათი მოვლენა 2,7 წელიწადში ერთჯერ ხდება.

 ჩვეულებრივ, 1 წელიწადში 12 სავსემთვარეობაა, ყოველ თვეში თითო. თუმცა, ზოგიერთ წლებში, მათ შორის 2015-შიც, 13 სავსემთავრეობაა. ამ ერთ „ზედმეტ“ სავსემთვარეობას „ცისფერ მთვარეს“ უწოდებენ. მთვარის(სინოდური) თვე 29,530589 დედამიწისეული დღე-ღამე გრძელდება, რაც დედამიწისეულ თვეებზე მცირეა, თებერვლის გამოკლებით. სწორედ ეს შეუსაბამობა იწვევს „ზედმეტ“, მეცამეტე სასვსემთვარეობას ზოგიერთ წლებში.

 სახელი „ცისფერი მთვარე“, ინგლისური ტერმინიდან – Blue Moon და შესაბამისი იდიომატური გამონათქვამიდან – Once in a Blue Moon მოდის, რაც ძალიან იშვიათს ნიშნავს(უშაბათო კვირას, თუ რაღაც ამდაგვარი).

 ასე რომ, თუ ამ პარასკევს ღამე თქვენი ყურადღებმა ცაზე ამოსულმა სავსე მთვარემ მიიპყრო, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ფერის შეცვლას ტყუილად ნუ დაელოდებით, უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენ იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდით(აღსანიშნავია, რომ მოცისფრო იერი მთვარემაც და მზემაც კი შეიძლება მიიღოს, რაც ატმოსფეროში ასულ უწვრილეს ნაწილაკებზე სინათლის თავისებური გაბნევით აიხსნება. თინდალის ეფექტი; მთვარის ილუზია; დიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენა; მიკრო და სუპერ-მთვარე; როგორ მოქმედებს მთვარე ცოცხალ ორგანიზმებზე?(მიხეილი); ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.