2014 წლის 23 ივლისს, ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორბიტაზე რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპი ”ჩანდრა” (Chandra X-ray Observatory) გაიყვანეს. ზომით ის, ნასას ორბიტული ტელესკოპებიდან (”ჰაბლი”, ”სპიცერი”) ერთ-ერთი დიდი ტელესკოპია. მაღალი მგრძნობელობა და გარჩევადობის შესაძლებლობა რენტგენის დიაპაზონში, უამრავი ახალი აღმოჩენისა და სამყაროს სიღრმეებში მიმავალი მაღალენერგიული პროცესების კვლევაში ეხმარება მეცნიერებს.
”ჩანდრა” საკმაოდ მაღალ ორბიტაზე მდებარეობს – 139 ათასი კილომეტრი დედამიწის ზედაპირიდან, რაც დედამიწა-მთვარეს შორის მანძილის მესამედია. ტელესკოპის ასეთი მდებარეობა დაკვირვებების ჩატარებისას დედამიწის ჩრდილში მოხვედრას გამორიცხავს. ობსერვატორიას იყენებენ რენტგენის სხივების აღმოსაჩენად, რომლებიც სამყაროს ყველაზე უფრო ცხელი წყაროებიდან მოდის, როგორებიცაა ზეახლების აფეთქებები, შავი ხვრელები და გალაქტიკური გროვები.
რენტგენში მომუშავე ობსერვატორიის შექმნის იდეა 1967 წელს გაჩნდა. ამ კოსმოსურმა ტელესკოპმა სახელი ინდური წარმოშობის ამერიკელი ასტროფიზკოსის, სუბრამანიან ჩანდრასეკარის საპატივცემულოდ მიიღო (ჩანდრასეკარის ზღვარი). აპარატი ორბიტაზე 1999 წლის 23 ივლისს კოსმოსური ბორანის ”კოლუმბია”-ს საშაულებით გაიყვანეს. ამაზე დიდი ზომის კოსმოსური აპარატი შატლებით აღარც გაუყვანიათ.
მაღალი მგრძნობელობა მისი ოპტიკის განსაკუთრებული კონსტრუქციით არის განპირობებული, რომელიც მაღალი მგრძნობელიბის ელექტრონულ გადამწოდებზე მაფოკუსირებელი 4 სპეციალური სარკისაგან შედგება. „ჰაბლისგან“ განსხვავებით, „ჩანდრა“ თავისი მსხვილი ნაწილით „იყურება“ კოსმოსში, რადგან რენტგენის სხივებისთვის ჩვეულებრივი ჩაზნექილსარკიანი ტელესკოპი არ გამოდგება. „ჩანდრა“ ორი სხვადასხვა ტიპის, ზემაღალი სიზუსტით გაპრიალებული, ერთმანეთში ჩასმული ოთხი პარაბოლური და ოთხი ჰიპერბოლური სარკეებისგან შედგება. ნასას წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ობსევატორიით 19 კილომეტრის მანძილზე მდებარე ნებისმიერ საგზაო ნიშანზე წარწერის წაკითხვაა შესაძლებელი, ასეთი მონაცემების ხარჯზე იმ ნაწილაკთა რენტგენის გამოსხივების გამოჭერაა შესაძლებელი, რომლებიც წამის მერე შავი ხვრელის მოვლენათა ჰროზონტს იქეთ ხვდება. ასეთი ძლიერი მაჩვენებლების მიუხედავად, ”ჩანდრას” მთელი მოწყობილობა 2 კილოვატ ენერგიას მოიხმარს, რაც საყოფაცხოვრებო უთოს სიმძლვარეს შეესაბამება.
15 წლისთავან დაკავშირებით, ნასას სპეციალისტებმა 4 ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომლებიც ”ჩანდრამ” გადაიღო. ყოველი მათგანი ზეახლების, SN 1572 (ტიხო), G292.0+1.8, კიბორჩხალას ნისლეულისა და 3C58-ის ნარჩენების დემონსტრაციას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ობსერვატორიის მოწყობილობა ახალაც სრულ წესრიგშია და გამართულად ფუნქციონირებს. იმედია, ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდ ხნით გაგრძელდება და ობსერვატორია კიდევ უფრო დიდი წვლილს შეიტანს მენციერებაში.