ყველაზე პატარა ზემასიური შავი ხვრელი

 აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე უფრო დიდი ზემასიური შავი ხვრელი, გალაქტიკა NGC 4889-ის ცენტრშია – 21 მილიარდი მზის მასით, მეორე კი გალაქტიკაში  – NGC 1600, 17 მილიარდი მზის მასით. საინტერესოა, რა ვიცით ყველაზე უფრო პატარა, ზემასიური კლასის კუთვნილ შავ ხვრელზე(შავი ხვრელების საიდუმლო).

 2015 წლის აგვისტოში, მიჩიგანის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) მეცნიერებმა, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპისა – „ჩანდრა“ და  ლას-კამპანასის ობსერვატორიის(ჩილე) ტელესკოპის – მაგელანი(6,5 მეტრიანი სარკე) საშუალებით, ყველაზე პატარა ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს(არსებობს ვარსკვლავური მასის, საშუალო მასისა და ზემასიური შავი ხვრელები).

 მეცნიერებმა, დედამიწიდან 340 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაზე – RGG 118, რენტგენისა და ოპტიკურ დიაპაზონებში დაკვირვებით, მისი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ვარსკვლავებისა და ცივი გაზების სიჩქარეების გაზომეს, რითაც ამ ხვრელის მასის დადგენა შეძლეს – 50 000 მზის მასა, ანუ, აქამდე ცნობილ უმსუბუქეს ზემასიურ ხვრლზე ორჯერ, ხოლო ირმის ნახტომის ცენტრალურ ხვრელზე 100-ჯერ ნაკლები მასით.

 RGG 118-ის ცენტრალური ობიექტის ქცევა, სხვა ზემასიური შავი ხვრელების მსგავსია, მათ შორის, დამოკიდებულება გარშემო მოძრავი ვარსკვლავების სიჩქარისა ხვრელის მასასთან. მისი გამოსხივების წნევა, გრავიტაციული ძალების 1% შეადგენს, რაც ასეთი ხვრელების ერთნაირ ევოლუციაზე მეტყველებს, მიუხედავად მასისა.

 აშკარაა, რომ ზემასიური შავი ხვრელები, ყოველთვის გალაქტიკების ცენტრებშია განლაგებული, თუმცა მათი ფორმირების მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. აღმოჩენილი პატარა ზემასიური ხვრელი, მეცნიერებს ამ საკითხის გადაჭრაში დაეხმარება(სუპერმასიური ხვრელები; ).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.