ყველაზე პატარა ვარსკვლავი

ყველაზე პატარა ვარსკვლავი

 მზისმაგვარი ვარსკვლავის ელვარე სხივებში, მეცნიერებმა მისი მეწყვილე დაინახეს – აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე პატარა ვარსკვლავი. ზომით სატურნზე ცოტა დიდია, არა და სატურნი ყველაზე დიდი პლანეტაც კი არ არის. EBLM J0555−57Ab-ზე პატარა მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავი შეიძლება იყოს(aanda.org).

 ამ პატარას აღმჩენა მოხერხდა მეთოდით, რომელსაც ეგზოპლანეტების საძებნელად იყენებენ, ე.წ. ტრანზიტის მეთოდი, როცა ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის ამ ვარსკვლავის პლანეტა ექცევა და ვარსკვლავის პერიოდულ ჩაბნელებებს იწვევს.

 J0555−57Ab, მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს – EBLM J0555−57A; თავიდან ის ეგზოპლანეტა ეგონათ, მხოლოდ მასის დაზუსტების მერე გაირკვა, რომ ძალიან პატარაა, მაგრამ მაინც ვარსკვლავია – წითელი ჯუჯა.

 EBLM J0555−57Ab-ს მასა დაახლოებით 85 იუპიტერის მასის ტოლია. სულ მცირე დანაკლისი და მის ბირთვში წყალბადის ჰელიუმად გარდამქმნელი თერმობირთვული რეაქცია ვერ წავიდოდა და წითელი ჯუჯას ნაცვლად, ე.წ. ყავისფერი ჯუჯა იქნებოდა(კიდევ ერთი ყავისფერი ჯუჯა მზესთან ახლოს). ვარსკვლავები, რომლებიც წყალბადის საწვავით „იკვებებიან“, ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებს უწოდებენ.

 EBLM J0555−57Ab-ს რეკორდის მოხსნა მხოლოდ ნეიტრონულ ვარსკვლავებს შეუძლია, ზეახლების ძალიან მკვრივ ნარჩენებს, რომელთა შემადგენელში არც წყალბადია და არც ჰელიუმი, არც ატომები, მხოლოდ ნეიტრონები და ზოგოერთი სხვა ფუნდამენტური ნაწიალკები(ზეახალი ვარსკვლავი; უცნაური ვარსკვლავები). ნეიტრონული ვარსკვლავის დიამეტრი რამდენიმე ათეული კილომეტრია, ხოლო მასა 2-2,5 მზის მასა(რაზეა დამოკიდებული ვარსკვლავის ზომა).

 პატარა და მკრთალი ვარსკვლავები, ისეთი პლანეტური სისტემების საუკეთესო კანდიდატებია, რომლებზეც სიცოცხლე შეიძლება ჩაისახოს. ვარსკვლავი TRAPPIST-1, რომელთანაც შარშან დედამიწის მსგავსი პლანეტები იქნა აღმოჩენილი, ასევე წითელი ჯუჯაა, თუმცა უფრო მასიური, ვიდრე EBLM J0555−57Ab, 85 ათასი კილომეტრი რადიუსით, 58 ნაცვლად.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *