”ღვთაების კვალი” აფრიკაში

 ჯერ კიდევ 1912 წელს, სამხრეთაფრიკელმა ფერმერმა შთოფელ ქოეძიმ(stoffel coetzee), მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა, რომელიც ახლაც აუხსნელი რჩება.

 პროვინცია ტრანსვაალის ტყიან რეგიონში, სვაზილენდის საზღვართან ახლოს, მან, ადამიანის მარცხენა ტერფის გიგანტური კვალი აღმოაჩინა.

 გრანიტის ქვაში გამოსახული 128/60-ზე სანტიმეტრის ზომის კვალი იმდენად მკაფიოა, რომ თითებს შორის ჩარჩენილი ”ნიადაგის” შვერილებიც კი ჩანს, თითქოს, რბილ თიხაზე გიგანტმა დააბიჯა, შემდეგ კი მზემ გამოაშრო. აღსანიშანავია, რომ თიხა იქ საერთოდ არ გვხვდება.

 მეცნიერებმა სკეპტიკურად მიიღეს ეს სენსაცია, თან იმ მიყრუებული ქვიანი რეგიონის მონახულებაც ძალიან ძნელი საქმე იყო. საეჭვო არტეფაქტი მალევე დაივიწყეს და ვიღაცის ბოროტ ხუმრობად მიიჩნიეს.

 მეორედ, იდუმალებით მოცული კვალი, იოჰანესბურგელმა ჟურნალისტმა დევიდ ბარითმა ”აღმოაჩინა”. პლატო ველდის მონახულებაც არ დაიზარა და კვალის ნამდვილად არსებობაშიც დარწმუნდა.

 ”უზარმაზარი ზომის მიუხედავად, ანაბეჭდი 15 სანტიმეტრის სიღრმემდეა ჩაფლული. თუ ის ყალბია, მის შესაქმნელად ტიტანური შრომა უნდა გაეწიათ, ეს ხომ გრანიტია და არა კირქვა. თან, ტერფიც აბსოლუტურად გლუვია, ყოველგვარი დამუშავების კვლების გარეშე. როგორც ჩანს, გრანიტის ლოდი ერთ დროს ჰორიზონტალურად იდო, მოგვიანებით მომხდარი სეისმური აქტივობების შედეგად კი ვერტიკალური მდგომარეობა მიიღო” – ამბობს ბარითი.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=dRuxw-nZoJw

 ადგილობრივებს ჯერათ, რომ წარმონქმნს ღვთაებრივი წარმოშობა აქვს და წმინდა ადგილად თვლიან. ამის გამო, ქვასთან მიკარება მხოლოდ ქურუმებს შეუძლიათ, მოკლედ, გაყალბების ვერსია გამორიცხულია.

 ქეიფთაუნის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი არჩ რეიდი: ” ტრანსვაალური გამოცანის რაციონალურ ახსნას მე ვერ ვპოულობ. გრანიტში ტერფის ანაბეჭდის ამოჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ ეს ხუმრობაა, ალბათ, მისი ავტორი ადამიანი არ უნდა იყოს”.

 საინტერესოა, რომ კიდევ ერთი გიგანტური ”ღვთიური ტერფი”, შრილანკაში მდებარეობს, 44 კილომეტრის მანძილზე კოლომბოდან, ადამის მწვერვალის ჭაობიან მთაზე, რომელიც ბუდისტურ სიწმინდეს წარმოადგენს. მისი ზომები თითქმის იგივეა, ოღონდ აქ მარჯვენა ტერფია გამოსახული(ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.