გეოლოგებმა იუპიტერის თანამგზავრის – ევროპას ოკეანის ახალი კომპიუტერული მოდელი გააკეთეს, რომელიც ე.წ. ქაოსის რეგიონების, ქაოსური ლანდშაფტით, გაჩენას ხსნის(Nature Geoscience).
კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა მოდელირება თხელი მბრუნავი გარსისთვის ჩაატარეს. მოდელის კალიბრირება ხდებოდა მონაცემებით, რომლებიც აპარატმა „გალილეიმ“ 1995-2003 წლებში გადმოსცა. ასეთ მოდელში სითბოს გადატანა, შედარებით დაბალი ინტენსივობით, სამგანზომილებიან ხასიათს ატარებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადრე ევროპას ოკეანეში სითბოს გადატანა ორგანზომილებიან, ბრტყელ პროცესად ითვლებოდა.
„სამგანზომილებიანობის“ შედეგი ისაა, რომ ოკეანის ფსკერიდან ზედაპირისკენ სითბოს გადატანა განედზე დამოკიდებული აღმოჩნდა. კერძოდ, ყველაზე უფრო ეფექტურად გადატანა ეკვატორულ განედებზე მუშაობს. ამგვარად, რეგიონული ქაოსი, არსებითად, უბრალო დნობაა შემდგომი გაყინვით. ამ რეგიონთა განაწილება თანამგზავრის ზედაპირზე მოდელირების შედეგებს ემთხვევა.
ევროპა იუპიტერის მეექვსე თანამგზავრია. ის ყველაზე პატარაა გალილეის მიერ აღმოჩენილ ოთხ თანამგზავრს შორის. მისი დიამეტრი 3122 კილომეტრია, მთვარეზე ოდნავ მეტი. წიაღის გათბობას მოქცევითი ძალები იწვევენ(ენცელადში ოკეანეა), რომლებსაც იუპიტერის მძლავრი გრავიტაცია ქმნის. სწორედ ამ სითბოს ხარჯზე არსებობს ევროპას ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე( ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის; NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის; ყველაზე ღრმა ოკეანე მზის სისტემაში; ევროპას შემსწავლელი ზონდი).