“ფილი” კოსმოსურ ხომალდზე დაჯდა :)

 წინა კვირას ESA-ს კვლევითი ზონდი, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კომეტის ზედაპირზე დაჯდა. ოფიციალურად, მისიამ კომეტა 67P/ჩურიოუმოვ-გერასიმენკო უნდა შეისწავლოს, თუმცა გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტო მისიის ნამდვილ მიზანს გვიმალავს.

 შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ეს მოსაზრება ნამდვილად მოეწონებათ. გაზეთ The Guardian-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, UFOSightingsDaily.com-ზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ მისია “როზეტა” ევროპისა და ა.შ.შ-ს კოსმოსური სააგენტოების საიდუმლო პროგრამის ნაწილია, ისინი კომეტის ჭეშმარიტ ბუნებას მალავენ. “67P/ჩუროუმოვ-გერასიმენკო კომეტა არ არის. დაახლოებით 20 წლის წინ ნასამ, უცნობი კოსმოსური ობიექტიდან მომავალი რადიოანთბები გამოავლინა. როგროც გაირკვა, სიგნალები 67P-ს სახელით ცნობილი კომეტადან მოდიოდა. ობიექტის გარე ზედაპირზე მანქანური დეტალები დაიმზირება. რაც არ უნდა იყოს ეს, მას არავისთვის უთხოვია, რომ მოეძებნათ და დეტალურად შეესწავლათ”.

churiumovze gadamcemi ufo_si

 სტატიის კომენტირებისას, მისი ავტორი სკოტ უორინგი ვარაუდობს, რომ ეს სიგნალები დედამიწელებისთვის არის გამოგზავნილი: “ეს რომ გაფრთხილება იყოს, მასზე “ფილის” დაშვებას არ დაუშვებდნენ. ვთვლი, რომ ESA-ს აპარატის დაჯდომა პირველი ხელის ჩამორთმევაა ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის”. გაზეთში მაღალი გარჩვადობის ფოტოებით გადაღებულ ვიდეორგოლზეც არის საუბარი. თითქოს, კომეტის ზედაპირზე კავშირის დასამყარებელი ნაგებობის მსგავსი სტრუქტურა ჩანს. სწორედ ამ ნაგებობას უწოდებენ ვიდეოს ავტორები რადიოსიგნალების მასხივებელ წყაროს.
ESA-ს მიერ დამოწმებულმა ინფორმაციამ, რომ კომეტა “მღერის”, მოსაზრების გაჩენის პროვოცირება გამოიწვია იმის შესახებ, რომ 67P-ის გარშემო დაფიქსირებული მაგნიტური ველის ცვლილებები არის მცდელობა კავშირის დამყარებისა ადამიანებთან. “ეს არ არის კოდი, ეს კონტაქტის დამყარების ფორმაა”.

httpv://youtu.be/Q2fSSlAfIig
ესეც მომღერალი 67P :).

 დავუჯეროთ თუ არა ამ ვერსიას – თქვენი გადასაწყვეტია. თავიდან, ა.შ.შ-ს სპეცსამსახურების მიერ მართული თვალთვალის მასშტაბების არც სნოუდენს სჯეროდა. არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ ამის გამოაშკარავება მსოფლიოს შეცვლიდა, თუმცა, პირიქით მოხდა 🙂 .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.