უცხო პლანეტაზე აღმოჩენილი ჟანგბადი არ ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლეა

 დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობა მცენარეული საფარის დამსახურებაა(phys.org), რომლებიც უკვე მილიარდობით წელია ფოტოსინთეზს აწარმოებენ(ახალი აღმოჩენების მიხედვით, დედამიწისეული სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა). ჟანგბადის ეს რაოდენობა ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას განაპირობებს და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამგვარად, ლოგიკურია ჩავთვალოთ, რომ პლანეტაზე ჟანგბადის აღმოჩენა, მასზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ნიშანია… თუ არა?

 იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინსტიტუტის(NINS) პროფესორი, ასტრობიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ნორიო ნარიტა და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი შეგიოკი მარაოკა აცხადებენ, რომ პლანეტაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადის წარმოქმნას აბიოტური (არაბიოლოგიური) ფაქტორებიც განაპირობებს.

 არსებობს ჰიპოთეზა, რომ პლანეტაზე ჟანგბადის არსებობა ბიო-მარკერია, ანუ – ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ნიშანი. თუმცა, ჩატარებული გამოკლევები გვიჩვენებს, რომ დედამიწის მსგავს სხეულებზე დიდი რაოდენობით ჟანგბადი წყლისა და ტიტანის ოქსიდის ფოტოკატალიზის შედეგი შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად ეს ნივთიერებები იშლება და წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადი. საყურადრებოა, რომ ტიტანის ოქსიდი დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტების, მეტეორიტებისა და მთვარეების შემადგენელი ბუნებრივი გეოლოგიური კომპონენტია და მზის სისტემის ობიექტებზეც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

აბიოტური ჟანგბადი წყლის ფოტოლიზითაც წარმოიქმნება: ტიტანის ოქსიდის, როგორც ელექტრონის აქცეპტორის და მაღალენერგიული ულტრაიისფერი გამოსხივების ფოტონების თანაობისას. მასასადამე, ფოტოკატალიზური პროცესები შეიძლება განაპირობებდეს უცხო პლანეტებზე ჟანგბადის, მაგრამ არა სიცოცხლის, არსებობას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (NINS).

მზე-დედამიწის მსგავს სისტემაში, დედამიწის მსგავს კლდოვან პლანეტებზე, დიდი რაოდენობით ჟანგბადის წარმოქმნისათვის ზედაპირის 0,05%-ზე მიმდინარე ფოტოკატალიზური რეაქციაც კი საკმარისია. თუმცა, ეს ცუდი ამბავი როდია იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც უცხოპლანეტურ სიცოცხლეს ეძებენ. როგორც პროფესორი ნარიტა ამბობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ უცხო პლანეტებზე სიცოცხლე ფოტომასინთეზირებელი ორგანიზმების გარეშეც შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დიდი რაოდენობით ჟანგბადი და მასზე დამოკიდებული სიცოცხლე ყველაზე სუსტი გამოსხივების მქონე, ცივ ვარსკვლავთან არსებულ პლანეტაზეც კი შეიძლება არსებობდეს, თუკი მისი ზედაპირის, სულ მცირე 3% მაინც იქნება დაფარული წყლით ან/და ტიტანის ოქსიდით(უპლანეტო სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.