ცივი კომეტების ცხელი გამოსხივება

იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება ასხივებდეს ცივი კომეტა ძალიან “ცხელ”(მაღალი ენერგიის) რენტგენის სხივებს, მეცნიერებმა, მზის ქარში მოძრავი კომეტის მოდელირება ლაბორატორიულ პირობებში მოახდინეს (რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება).

კომეტა Comet C/1996 B2 (ჰიაკუტაკი).

რენტგენის გამოსხივების წყაროები, ჩვეულებრივ, ძალიან ცხელი სხეულებია, მაგალიათად, ჩვენი მზე. მიუხედავად ამისა, რენტგენის დიაპაზონის ტელესკოპები ზოგჯერ, ცივ ობიექტებსაც ხედავენ – კომეტებს, მათზე ცივი კი არც თუ ისე ბევრი ობიექტი მოიძებნება კოსმოსში. პირველად ეს ფენომენი 1996 წელს იქნა დამზერილი: აპარატმა ROSAT, კომეტა ჰიაკუტაკედან მომავალი რენტგენის ტალღები დააფიქსირა.

მეცნიერებმა ივარადუეს, რომ კომეტების გამოსხივება “მუხტების გაცვლის” ხარჯზე წარმოიქმნება: კომეტის შემომფარგლავი გაზის შემადგენელ ელექტრონებთან შეჯახებისას, მზის ქარის დადებითი იონები, რენტგენის სახით იშორებენ ჭარბ ენერგიას. კომეტისგან გამოსხივებული ხისტი რენტგენის სხივები 2000 წელს “ჩანდრამ” შეამჩნია, რომლებიც მზიდან დაშორებასთან ერთდ სუსტდებოდა.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ბობ ბინემის ხელმძღვანელობით, მუხტების გაცვლის ვარიანტის არასრულყოფილებაზე მიუთითა და საკუთარი ვერსია წარმოადგინა. კომეტებისეული რენტგენი არის ენერგია, რომელსაც არა სხვა ნაწილაკებთან შეჯახებული, არამედ ელექტრულ ველში დამუხრუჭებელი ნაწილაკები ასხივებს. დამუხრუჭებით გაჩენილი გამოსხივების გამოთვლით მიღებული მახასიათებლები, დამზერით მიღებულს დაემთხვა. მეცნიერთა ჯგუფი მარტო გამოთვლებით არ შემოიფარგლა, ჰიპოთეზის შესამოწმებლად, კომეტის მოდელი დაამზადეს.

მზის ქარის როლში ლაზერი გამოდიოდა, რომელიც მეტალის თხელი ფურცლისკენ იყო მიმართული. გაცხელებით გაჩენილი მაღალი სიჩქარით მოძრავი იონიზირებული გაზის ნაკადის წინ მყარი სფერო მოათავსეს, ის კომეტის როლს თამაშობდა. სფეროსთან შეჯახებისას, პლაზმის ნაკადი მიმართულებას იცვლიდა, დარტყმითი ტალღა დამათებით ნერგიას გადასცემდა ელექტრონებს, რომელთა ნაწილი რენტგენში ასხივებდა – ოღონდ, თუ მაგნიტურ ველში მოძარობდა (ელექტრონების ღრუბელი კომეტასთან).

“ჩვენ, ექსპერიმენტით დავამტკიცეთ, რომ პლაზამაში მოძრავი ობიექტები, მაგნიტური ველის ზემოქმედებით ელექტრონების ამჩქარებლის როლში შეიძლება გამოვიდნენ” – ამბობს ბინემი. ასეთი მოვლენები არა მარტო კომეტებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ პლანეტებისთვისაც, რომელთაც მაგნიტური ველი აქვთ – მაგალითად, დედამიწა, ასევე – ზეახალთა ნარჩენებში ძალიან სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებისთვისაც (კომეტები; ”მომღერალი” კომეტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.