უცნაური ფსიქეა

 ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, მზის სისტემის ერთ-ერთი უცნაური ობიექტისკენ ავტომატური ზონდის გასაგზავნ პროგრამაზე მუშაობს, იმ იმედით, რომ ეს ინიციატივა ნასასაც დააინტერესებს(Space.Com.).

 ასტეროიდ (16)ფსიქეაზე მთავარი ასტეროიდული სარტყლის მასის 1% მოდის. მისი სიმკვრივე, ზოგიერთი შეფასებების მიხედვით, ლამის რკინისას უტოლდება და საერთოდ, როგორც ჩანს, ასტეროიდი ძირითადად მეტალისაგან შედგება.

fsiqeas veli მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქეას ბირთვი დედამიწისას ჰგავს და შეიძლება ყველა დანარჩენ ასტეროიდზე ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდეს.

 ფსიქეას დიამეტრი 250 კილომეტრია, საინტერესო კი ის არის, რომ სარტყელში არ დაიმზირებიან ობიექტის ნარჩენები, რომლისგანაც ის ჩამოყალიბდა. როგროც ჩანს, შეჯახება ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, ხოლო ფრაგმენტები მთავარი სარტყელიდან შორს გაიტყროცნენ. მოკლედ, ფსიქეა წარსულის უნიკალური გადმონაშთია, რომლის შესწავლით მისი ”მშობელი” ობიექტის ბუნებაც გაირკვევა.

fsiqeas adgili sartk

 ახლანდელი სახით ზონდი Dawn(”განთიადი”)-ის იდენტური იქნება, რომელიც ახლა მთავარი ასტეროიდული სარტყელის უდიდესი ობიექტისკენ – ცერერასკენ მიმავალ გზაზე იმყოფება, დაამთავრა რა ვესტას დეტალური კვლევა. ამ კოსმოსური აპარატის ეფექტურობიდან გამომდინარე, ფსიქეას გარშემო მხოლოდ შემოფრენითაც, თუ ამ მისისას ნასა დააფინანსებს, საინტერესო აღმოჩენებს უკვე 2015 წლისთვის უნ და ველოდეთ(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *