უცნაური სიგნალი კენტავრის პროქსიმადან…

 მზიდან ყველაზე ახლოს მდებარე პროქსიმამდე მანძილი 4,2 სინათლის წელია. წითელი ჯუჯა ვარსკვლავი პროქსიმა (ლათ. იქვე მდებარე), კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე სამმაგი ვარსკვლავური სისტემის, კენტავრის ალფას ნაწილია. ორი ცენტრალური მზის მსგავსი ვარსკვლავიდან (კენტავრის A და B) ის ძალიან შორ ორბიტაზე ბრუნავს (500 000 წლიანი პერიოდით). გარკვეული დროის მერე, როცა პროქსიმა ორბიტის საპირისპირო მხრისკენ დაიწყებს გადანაცვლებას, მზესთან უახლოესი ხსენებული ორი ვარსკვლავი გახდება (პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?).

 პროქსიმას ორბიტაზე აღმოჩენილი იქნა დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტა, რომელიც ე.წ. მწვანე ზონაში უნდა მოძრაობდეს.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი, აშშ) არქივში, ჯერ კიდევ შარშან აღმოჩენილი რადიო სიგნალი, სპეციალისტთა აზრით, ვერანაირად ვერ იქნება ადამიანის მოღვაწეობის პროდუქტი, რადგან საკმაოდ უჩვეულო მახასიათებლებით გამოირჩევა. ყველაზე უფრო საინტერესოა მისი სპექტრი, უფრო სწორედ, მისი მაქსიმალურად შევიწროვებული ზოლი 982 მეგაჰერც სიხშირეზე. ამ სიხშირეზე “ადამიანური” არაფერი მუშაობს, არც კოსმოსში და არც დედამიწაზე, მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ე.წ. “თეთრი ხმაური” დაიმზირება.

 სიგნალის მეორე ასპექტი, რომელიც გარკვეულწილად პირველს უკავშირდება, ისაა, რომ კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე თანამედროვე რადიო ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია ასეთი სიმძლავრის ელექტრო მაგნიტური ენერგიის შეკუმშვა სპექტრის ასეთ ვიწრო ზოლში. მეცნიერთა ვარაუდით, უჩვეულო სიგნალის ფორმირებაში აქამდე უცნობი ეგზოტიკური მოვლენა უნდა იყოს ჩარეული, პლაზმური ფიზიკის განხრით (ვარსკვლავები, გავარვარებული პლაზმის გიგანტური სფეროებია…). ამასთან, სიგნალის ორი უჩვეულო ასპექტი, საშუალებას არ იძლევა ზუსტად ითქვას, ბუნებრივია იგი თუ ხელოვნური.

იური მილნერი და სთივენ ჰოკინგი პროექტის საჯაროდ წარდგენაზე.

 ბოლოს, ეს სიგნალი – BLC1, პროექტ Breakthrough Listen Initiatives მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომელსაც რუსი მილიარდერი იური მილნერი აფინანსებს. პროექტის მიზანია მსოფლიო რადიო ტელესკოპის თავისუფალი დრო, კოსმოსის სიღრმეებში არესებული ტექნოგენური ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულებათა საძებნელად იქნას გამოყენებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.