უცნაური ვარსკვლავი მზესთან ახლოს

უცნაური ვარსკვლავი მზესთან ახლოს

 მარტოხელა ვარსკვლავი Roos 128(ფრენკ ელმორ როსი, ამერიკელი ასტროფიზიკოსი), რომელიც მზეს 11 სინათლის წლით არის დაშორებული(ქალწულის თანავარსკვლავდი), საკმაოდ უჩვეულოდ იქცევა და მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა ემართება ამ ვარსკვლავს.

 Roos 128-დან მოსულ რადიო სიგნალს შედარებით მაღალი სიხშირე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დაიმზირება ხოლმე და ყველა მიმართულებით ვრცელდება. მისი სტრუქტურა, მუდმივობა და უძრაობა ცაზე, გვიჩვენებს, რომ ეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან მოსული სიგნალი არ უნდა იყოს.

 Roos 128 აქტიური ვარსკვლავია, ხოლო მასზე მიმავალი ანთებები მთვარი ჰიპოთეზაა იმისა, თუ რა შეიძლება იქ ხდებოდეს. თუმცა, არის ერთი მაგრამ: ამ ანთებებით გაჩენილი სიგანლები არ ჰგავს არცერთ იმ სიგნალს, რომელიც ასტრონომებს აქამდე დაუფიქსურებიათ, რადგან ვარსკვლავების აქტიურობა გაცილებით დაბალ სიხშირეებზეა ხოლმე გამოხატული.

 ჯერჯერობით, მენციერები თვლიან, რომ ახალი სიგნალი, ახალი ტიპის ვარსკვლავური ანთების ნიშანი უნდა იყოს.

 სხვების აზრით, სიგნალი არა Roos 128-დან მოდის, არამედ სხვა წყაროდან, მაგალითად, ფონური ვარსკვლავიდან. ანომალიის მიზეზი მაღალი ორბიტის მქონე თანამგზავრიც შეიძლება იყოს. ამით წყაროს უძრაობაც აიხსნება, მაგრამ არა უჩვეულო სიხშირე(გეოსტაციონარული მაგისტრალი).

 მზესთან სიახლოვით ეს ვარსკვლავი მეცამეტეა. ამ ძალიან მკრთალ წიტელ ჯუჯას მზის 0,15 მასა აქვს. იმის გამო, რომ აქტიურ ვარსკვლავებთან არსებულ ჰიპოთეტურ პლანეტებზე სიცოცხლის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა, Roos 128, უცხო ცივილიზაციების საძებნელი რეგიონების სიაში არ შეიყვანეს.

 2017 წლის მაისში, არესიბოს რადიო ასტრონომიულმა ობსერვატორიამ Roos 128-ას ფართოზოლიანი სპეციფიური სიგნალები დააფიქსირა, კვაზიპერიოდული არაპოლარიზებული იმპულსების სახით, ძალიან ძლიერი დისპერსიით(სიგნალები ირმის ნახტომის გარედან; რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?), II ტიპის მზიური ანთებების მსგავსი(მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული).

 ეგზოპლანეტების(როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს) სიცოცხლის ჩასახვისთვის თავსებადობის კვლევის ლაბორატორიის დირექტორი(არესიბო), აბელ მენდესის თქმით: ”ჯერ ყველა სხვა ვარიანტები უნდა გამოვრიცხოთ, სანამ უცხოპლანეტელებამდე მივალთ. როგორც არ უნდ აიყოს, საქმე გვაქვს სრულიად უნიკალურ წითელ ჯუჯასთან, რომელსაც Roos 128(სიცოცხლე M-კლასის ჯუჯა ვარსკვლავებთან?) წარმოადგენს(დაისონომანია გრძელდება…).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *