უჩვეულო აღმოჩენები 2016

უჩვეულო აღმოჩენები 2016

უჩვეულო სიგნალები კოსმოსიდან

დეკემბრის ბოლოს, მაკჰილის უნივერსიტეტის(კანადა) მენციერებმა, მეეტლეს თანავარსკვლავედიდან მომავალი, ახალი უჩვეულო რადიოსიგნალები დააფიქსირეს. სწრაფი რადიოსიგნალები(Fast radio bursts, FRB), თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთ დიდ გამოცანად რჩება. ჯერ მოწყობილობის ხარვეზს დააბრალეს, იყო შემთხვევა, როცა სიგნალის წყარო მიკროტალღური ღუმელი აღმოჩნდა, მაგრამ ახლადმიღებულებს უკვე მიწიერს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ. FRB-ის მახასიათებლები იმაზე მიუთითებს, რომ მათი სათავე შორეულ კოსმოსში მდებარეობს. ასეთი მანძილიდან დედამიწამდე რომ მიააღწიოს, უცნობი მოვლენის მიერ გამოფრქვეული ენერგია წარმოუდგენლად დიდი უნდა იყოს. ნეიტრონულ ვარსკვლავებზე მომხდარი ანთებების ვერსიას, პროფესიონალ ასტროფიზიკოსთა შორისაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამავე დროს, მეცნიერთა შორის ისეთებიც მოიძებნება, ვინც ამ სიგნალებს უცხო ცივილიზაციას მიაწერს(რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?).

შავი ხვრელები ფარდობითობის ზოგად თეორიას არ ემორჩილება

 LIGO(Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს)-თი მიღებული მონაცემები, მენციერებს აიძულებს იფიქრონ, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ყოველთვის არ მოქმედებს. რეგისტრირებულ გრავიტაციულ ტალღებში ”ექო” იქნა აღმოჩენილი, რაც შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელების მოვლენათა ჰორიზონტებთან ამ ტალღების შეჯახებით შეიძლება აიხსნას. თუ ”ექო” სტატისტიკური ფლუქტუაცია არ არის, მაშინ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს აქვს ”კედელი”, რომელიც ისეთი მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებისგან შედგება, რომელთა დამორჩილება კოლოსალური ძალის გრავიტაციულმა ზემოქმედებამაც კი ვერ შეძლო(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).

დედამიწის გუგუნი კანადაში

 კანადელებმა უჩვეულო მიწისქვეშა გუგუნი გაიგონეს, რომელმაც ბევრი სამრეწველო ცხოველი დააფრთხო. ადგილობრივი მომპოვებელი და გადამაუშავებელი საწარმოების ინსპექციამ საეჭვო ვერაფერი გამოავლინა, ამიტომ ეს გუგუნი ისევ გამოცანად რჩება(“გუგუნი” დაბრუნდა).

მხოლოდ თავი

 სთენფორდელმა მეცნიერებმა, წყნარი ოკეანის ფსკერზე ლარვა აღმოაჩინეს, რომლის განვითრების ერთ-ერთ სტადიაზე ”დუმს” გენები, რომლებიც სხეულის დანარჩენი ნაწილების ზრდაზეა პასუხისმგებელი, თავის გარდა.

 უჩვეულო შტორმი სატურნის პოლუსზე

 ნასას კუთვნილმა აპარატმა – ”კასინი”, სატურნის ჰექსაგონური ფორმის მქონე, 2000 კილომეტრიანი შტორმის ახალი ფოტოები გამოაგზავნა. აქაური ქარიშხლებისგან ის ფორმით, ზომითა და დედამიწისეულ მსგავს შტორმებზე ოთხჯერ მეტი სიჩქარით განსხვავდება.

მოუღიტინე ვირთხას

 მეცნიერები ლაბორატორიულ ვირთხებსა და თაგვებს ჩაბჟირებამდე უღიტინებენ და მათ ”სიცილს” უსმენენ. ეს ინფორმაცია ტყუილად არ შესულა ამ ჩამონათვალში, რადგან ექსპერიმენტი საკმაოდ საინტერესო შედეგებით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ღიტინი, ევოლუციური მექანიზმია, რომელიც სოციალურ სახეობებს უვითარდება(მაგალითად, ადამიანებსა და ვირთხებს), უბრალოდ, ურთიერთობებისთვის, არა რესურსებისა და გამრავლებისთვის.

უჩვეულო კვალი თანამედროვე ადამიანის დნმ-ში

 ამერიკელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე მელანეზიელები გენომი, აქამდე უცნობი, გადაშენებული ადამიანის დნმ-ს კვალს შეიცავს. 2-დან 5%-მდე გენომისა, კუნძულელებმა ჰომინიდთა უცნობი სახეუბისგან მიიღეს, რომელთა შესახებაც მეცნიერებამ არაფერი იცის(კიდევ დნმ-ს შესახებ).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *