NASA-ს ავტომატურმა კოსმოსურმა სადგურმა – ”განათიადი”(Dawn), რომელიც მთავარი ასტეროიდული სარტყელის ყველაზე დიდი წევრის – ცერესი, გარშემო ბრუნავს, კვლევის ობიექტზე უჩვეულო ანთებები დააფიქსირა, შეისწავლა მისი კრატერების გეომეტრია და ამ ჯუჯა პლანეტის სანგანზომილებიანი ტოპოგრაფიული რუკა შეადგინა(nasa).
მენციერებმა, სამი ძლიერი ელექტრონული ანთება, აპარატზე არსებული გამა-სპექტრომეტრისა და ნეიტრონების დეტექტორით დაარეგისტრირეს. მათი წარმომავლობა უცნობია, თუმცა, სავარუდოდ, მზიური რადიაციით უნდა იყოს გამოწვეული(ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს; რადიაცია ჩვენს გარშემო).
მოულოდნელობა იყო კრატერების უსწორმასწორო ფორმებიც. ისინი არ ჰგავს ვესტასეულ თასის ფორმის კრატერებს, უფრო, სატურნის ყინულოვანი თანამგზავრის – რეა, გეოლოგიურ წარმონაქმნებს მოგვაგონებს. პლანეტოლოგების თქმით, ეს თავისებურებები, ცერესზე მიმავალ გეოლოგიურ პროცესებზე მიუთითებს(სატურნის ორი თანამგზავრი).
აპარატი მუშაობას აგრძელებს, იკვლევს ამ ჯუჯა პლანეტის გრავიტაციულ ველსა და უცნაური თეთრი ლაქების ბუნებას. ეს ლაქები, სავარაუდოდ, ზედაპირზე არსებულ ყინულს ან ატმოსფეროს ლოკალურ გამოვლინებებს უნდა უკავშირდებოდეს(ცერესის ლაქების საიდუმლო).
”განთიადი”, კოსმოსში 2007 წლის 25 სექტემბერს გაუშვეს. მისიის მიზანია ადრეული მზის სისტემის პლანეტების ფორმირების შესწავლა ვესტასა და ცერესის მაგალითზე(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ). გეგმის მიხედვით, მისია 2016 წლის ივლისში დასრულდება(ცერესი).
ძველბერძნული ნაყოფიერების ქალღმერთის მოსახელე, 950 კილომეტრი დიამეტრის მქონე ცერესი, იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წელს აღმოაჩინა.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=lK03byyCFVs