ტევატრონზე შესაძლებელია ახალი ნაწილაკი გაჩნდა

 ფიზიკოსებმა, რომლებიც ამერიკულ ამაჩქარებელ ტევატრონზე მუშაობენ, ჯერჯერობით ამოუხსნებლი მოვლენის აღმოჩენაზე აკეთებენ განცხადებას, რომელიც, შესაძლებელია, აქამდე უცნობი ნაწილაკის დაბადებასთან იყოს დაკავშირებული.

ამაჩქარებლის მილში ხდება პროტონების და ანტიპროტონების შეჯახება, რომლის შედეგადაც სხვა ნაწილაკები გამოსხივდებიან, ეს ნაწილაკებიც დროის უმცირეს ინტერვალში ასევე იშლებიან. დაშლების ბოლო პროდუქტების ანალიზით მეცნიერები ადგენენ, თუ რა ნაწილაკი გაჩნდა თავიდან.

  ახალი ნამუშევრის ავტორებმა გააანალიზეს ახალი მონაცემები, შეგროვილი ამაჩქარებლის ერთ-ერთ დეტექტორ CDF-ზე. მეცნიერებს აინტერესებდათ მოვლენები, რომლებიც ხდებოდა W-ბოზონების წარმოქმნის დროს. ეს ნაწილაკი სუსტი ურთიერთქმედის გადამტანია, ეს ურთიერთქმედება კი ცნობილ ოთხ ფუნდამენტალურ ურთიერთქმედებათა შორის ერთ-ერთია. W-ბოზონების ყოველი გაჩენის მერე მოვლენას თან ახლავდა ორი სხვა ნაწილაკებისგან შემდგარი ნაკადების წარმოქმნა.

 აღმოჩნდა, რომ 144 გიგაელექტრონვოლტის სიმძლავრის შეჯახებებში ჩნდებიან ზედმეტი მიუონები და ელექტრონები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ „ზედმეტი“ ნაწილაკების გაჩენა შეიძლება იმით აიხსნას, რომ შეჯახებების საწყის ეტაპზე გამოჩნდნენ ახალი, ფიზიკოსებისთვის უცნობი ნაწილაკები, რომლებიც W-ბოზონების წარმოქმნით დაიშალნენ. ხოლო ამ უკანასკნელთა დაშლა იწვევდა დამატებითი ელექტრონების და მიუონების გაჩენას.

 ახალი ნაწილაკი არ არის ჰიგსის ბოზონი, რადგან ასეთ ენერგიებზე შეჯახების დროს ის სულ სხვა ნაწილაკების სახით უნდა დაიშალოს.

 ტევატრონი მეორეა ზომით, ცნობილი ადრონული კოლაოდერის შემდეგ, ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელთა შორის. ამჟამად ექსპერიმენტები შეჩერებულია მასზე მეხის დაცემის გამო. ამას გარდა, 2011 წლის ოქტომბერში ტევატრონზე სამუშაოები შეწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აქაურმა მეცნიერებმა მიიღეს ბევრი მონაცემი ჰიგსის ბოზონის „გამოსაჭერად“.

ტევატრონის ორი მთავარი ამაჩქარებელი რგოლი.

 (არქივიდან)ამერიკული პროტონ-ანტიპროტონული კოლაიდერი ტევატრონი, დიდი ადრონული კოლაიდერის მთავარი კონკურენტი ჰიგსის ბოზონისა და სხვა ნაწილაკების ძებნაში, თავის მუშაობას 2011 წლის ბოლოს დაამთავრებს, რადგან მას ა.შ.შ.-ს ენერგეტიკის სამინისტრომ ფინანსირება შეუწყვიტა. ენრიკო ფერმის სახელობის ლაბორატორიისთვის(ფერმილაბი) ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი მომავლისთვის პრიორიტეტს მიიღებენ სხვა პროექტები – ნეიტრინული ექსპერიმენტი LBNE, მიუონური კოლაიდერის და მაღალი ინტენსიურობის ამაჩქარებლის Project X-ის პროექტების შექმნა. მაღალი ენერგიების ნაწილაკების ექსპერიმენბტული ფიზიკა კი მთლიანად დიდ ადრონულ კოლაიდერზე გადავა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.