სტუმარი კოსმოსიდან

 უამრავ ვერსიათა შორის, რომლებიც ტუნგუსკის ფენომენის ამოსახსნელად იქნა წამოყენებული, არის ასეთიც: ეს იყო სხეული, რომელმაც ისე განჭოლა ატმოსფერო, რომ არც დაშლილა და არც დედამიწის ზედაპირს შეხებია. თითქოსდა ამით შეიძლება აიხსნას ფრაგმენტების არ არსებობის ფაქტიც.

 რა ზომის უნდა იყოს სფეროს ფორმის მეტეორიტი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლას და ისევ კოსმოსში გასვლას შეძლებს? რა რაოდენობის ენერგია გამოიყოფა ამ დროს ტროტილის ექვივალენტში?

 კოსმოსური სტუმრის საწყისი სიჩქარე მეორე კოსმოსურ სიჩქარეზე მეტი უნდა იყოს. რა ფარდობითი სიჩქარეებით იმოძრავებდა დედამიწა და მეტეოროიდი, ერთმანეთისგან შორს?

 ატმოსფეროში ფრენისას, მეტეორიტის მიერ ჰაერისთვის მინიჭებული სიჩქარე თითქმის მისსავე სიჩქარეს უტოლდება, აცხელებს მას და კინეტიკურ ენერგიას კარგავს.

  ცნობილია, რომ დედამიწის მოძრაობის სიჩქარე მზის გარშემო 30 კმ/წ. ტოლია. დედამიწაც და მეტეორიტიც, მზის სისტემას ეკუთვნის, ამიტომ სიჩქარის ზედა ზღვარი მზის მიმართ, მეორე კოსმოსური სიჩქარით არის შეზღუდული. დედამიწის ორბიტასთან ახლოს ეს მონაცემი √2-ჯერ მეტია დედამიწის ორბიტალურ სიჩქარეზე. შესაბამისად, მეტეორიტისა და დედამიწის მაქსიმალური ფარდობითი სიჩქარე მათ შორის ჯერ კიდევ დიდ დისტანციაზე იქნება:

Vმიახლოება= 30×(1+√2) ≈ 72 კმ/წმ.

დედამიწასთან მიახლოებისას, მიზიდულობის გამო მეტეორიტის სიჩქარე გაიზრდება:

Vშესვლა = √V22+V2მიახლოება≈ 73 კმ/წმ, სადაც V2 ≈ 11 კმ/წმ. – მეორე კოსმოსური სიჩქარე დედამიწაზე.

 დედამიწასთან ახლოს სიჩქარე ტოლი იქნება საშუალო გეომეტრიულისა V2-სა და Vშემოსვლის შორის, ანუ 28 კმ/წმ. ფრენის სწორედ ამ მონაკვეთზე მოახდენს ჰაერი ყველაზე უფრო დიდი წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ატმოსფეროს სისქე მაქსიმალური ზედაპირთან ახლოს არის. ამიტომ, მეტეორტის ყოფნის დრო ატმოსფროში უნდა იყოს არა უმეტეს:

Δt= 2×√(Rმიწა+H)2−R2მიწა/V2 = ≈140 წმ.

 მეტეორტის მასა M = ρრკინა·a3, მეტეორიტის სიჩქარის ფორმულიდან მის მინიმალურ ზომას მივიღებთ:

a = ρ0/ρრკინა×1/lnvშესვლა/v2⋅√2πRმიწაR/Tμg ≈ 27 მ.(ფორმულის გამოსაყვანი უმაღლესი მათემატიკის რახარუხს აქ არ მოვყვები astronet.ge).

 მიღებული ფორმულიდან ჩანს, რომ მეტეორიტისა და დედამიწის მოძრაობის ფარდობითი სიჩქარის შემცირებით, მეტეორიტის მინიმალური ზომა უნდა გაიზარდოს, რათა მან ატმოსფეროს განჭოლვა შეძლოს.

 გამოყოფილი ენერგია, ატმოსფეროში შემოსვლამდე და გასვლის მერე დარჩენილ კინეტიკურ ენერგიებს შორის სხვაობა იქნება. ის დაახლოებით 4 · 1017 ჯოულს უტოლდება, ანუ 90 მეგატონა ტროტილურ ექვივალენტში(წარმოქმნილი პლაზმის ტემპერატურა კი 0,6×106 К !!!). ეს 1,5-ჯერ მეტია წყალბადის ბომბის სიმძლვრეზე, რომელიც სსრკ-მ 1961 წლის 30 ოქტომბერს ახალი მიწის თავზე ააფეთქა(Царь-бомба).

 აღსანიშნავია, რომ დედამიწის ატმოსფეროზე ციური სხეულების ”რიკოშეტირების” შემთხვევებიც არის ცნობილი, ოღონდ ეს არ ჰგავს ბურთის ახტომას ან ბრტყელი ქვის მოძრაობას წყლის ზედაპირზე: მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში მოძრაობს, ზედაპირზე ვარდნისთვის საჭირო სიჩქარემდე დამუხრუჭებას ვერ ასწრებს და ისევ კოსმოსს უბრუნდება.

 ყველაზე უფრო ცნობილი ასეთი შემთხვევა 1972 წლის ბოლიდია, რომელმაც ა.შ.შ-სა და კანადის თავზე რამდენიმე წამის განმავლობაში იფრინა(„რიკოშეტი“ – ე. იორდანიშვილი; ტუნგუსკის მეტეოროიდი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.