სპრაიტი

 როგორ წარმოიქმნება სპრაიტი? სინათლის უჩვეულო ნათებები ცაში, რომლებიც წამიერად გიგანტური მედუზების ფორმებს იღებს, უკვე 25 წელია დაიმზირება, თუმცა მათი გაჩენის მიზეზი ახლაც ბოლომდე გაურკვეველია. ჩნდება ძალიან იშვიათად, ზოგიერთი ჭექაქუხილის დროს. ახლახანს, ისინი მაღალი სიჩქარის ვიდეოგადაღების კამერით, 10 ათასი კადრი წამში სიჩქარით გადაიღს, რომელზეც მათი განვითარება დეტალურად არის აღბეჭდილი, რამაც საშაულება მოგვცა დაგვენახა, როგორ ცვივა სპრაიტი ”ბომბები” და მრავალრიცხოვან მანათობელ სვეტებად გარდაიქმნება. სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ვიდეოფილმების შესწავლა სპრაიტების გამოცანის ამოხსნის საშაულებას არ იძლევა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სპრაიტების გაჩენის ალბათობა, ატმოსფეროს ზედა ფენებში პლაზმაში წარმოქმნილ არაერთგვაროვნებებზეა დამოკიდებული (ელვა).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=i3StAXEbGSM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.