სპირალური NGC 6744

 სამრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედში (ფარშევანგი) მდებარე, 175 ათასი სინათლის წლის ზომის სპირალურ NGC 6744-მდე მანძილი 30 მილიონი სინათლის წელია. ”ჰაბლის” მიერ გადაღებულ ფოტოზე მისი ცენტრალური ნაწილი ახლო ხედით არის წარმოდგენილი. ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით აწყობილი გამოსახულება 24 ათასი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. მოყვითალო ბირთვში ხნიერი და ცივი ვარსკვლავების ნათება ჭარბობს. შიდა სპირალური მკლავების გასწვრივ კი მოვარდისფრო ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები და ახალგაზრდა ვარსკვლავების გროვები დაიმზირება. ახალგაზრდა ვარსკლავური გროვები ულტრაიისფერში ელვარებს, ისინი მოცისფრო და მეწამული ფერებით არის შეღებილი (გალაქტიკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.