სპირალური გალაქტიკა NGC 3628

 როგორი წარმოგვიდგება სპირალური გალაქტიკა თუ მას გვერდიდან შევხედავთ? გალაქტიკა NGC 3628-ის მკაფიო გამოსახულებაზე მის ფართო დისკოს ვხედავთ, რომელსაც მტვრის მუქი ჩანართები კვეთს. ამ შთამბეჭდავ ფოტოზე NGC 3628 ჰამბურგერს წააგავს. დედამიწიდან 35 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე NGC 3628-ის დიამეტრი დაახლოებით 100 ათასი სინათლის წელია. გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფში მისი მეზობლებია ასევე სპირალური M65 და M66, ამ სამეულს ლომის ტრიპლეტსაც უწოდებენ. კოსმოსური მეზობლების მხრიდან მოქმედმა გრავიტაციულმა ძალამ მისი დისკოს გაფართოება და გამრუდება გამოიწვია(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.