სიცოცხლის არსებობის ნიშნები მარსზე

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა(ა.შ.შ, საფრანგეთი, მექსიკა), 3 მილირდი წლის ასაკის მარსულ თიხაში, ორგანული მოლეკულებისა და აქროლადი ნაერთების აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. მათი აზრით, ეს ნივთიერებები უცხოპლანეტელი ორგანიზმების ცხოველმოქმედებით შეიძლებოდა გაჩენილიყო(Science).

 მარსმავალმა Curiosity(”ცნობისმოყვარეობა”)-მ გეილის კრატერში აიღო სინჯები, რომლებიც 500-850 გრადუსამდე გააცხელა და ამ პროცესში გამოყოფილი მოლეკულები შეისწავლა. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ამ მოლეკულებს შორის არის თიოფენი, მეთილთიოფენი, მეთანოლი და დიმეთილსულფიდი. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა გოგირდწყალბადი, გოგირდის ორჟანგი, მოლეკულური ჟანგბადი და ნახშირორჟანგი. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ მარსმავალმა ატმოსფეროში გამოყოფილი მეთანის კონცენტრაციის სეზონური ცვლილებების ნამდვილობაც დაადასტურა. ის 2012 წლის აგვისტოდან იკვლევს მარსს და უკვე ორი მარსული ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ”ნახა”, რამაც მეთანის სეზონური ცვლილებების უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება განაპირობა(არა და ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო – ”ცნობისმოყვარეობამ” მეთანის კვალი ვერ აღმოაჩინა).

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი მოლეკულები უფრო რთული შენაერთების ფრაგმენტები შეიძლება იყოს. მათი წყარო კი ცოცხალი ორგანიზმებიც შეიძლება იყოს, მეტეორიტებიც და გეოლოგიური პროცესებიც, მათ შორის, ვულკანიზმი და ჰიდროთერმული აქტივობა. ზუსტად დადგენა ძალიან ძნელია, რადგან მათი ბიოლოგიური ბუნების აშკარა ნიშნები რადიაციას შეეძლო გაენადგურებინა, ან დიაგენეზს(ფხვიერი ნალექის გადაქცევა მყარ ქანებად).

 პლანეტოლოგთა აზრით, ორგანული ნაერთები მარსის ღრმა ფენებში უფრო უკეთესად შემოინახებოდა(Mars InSight-ის სტარტი 2018 წლის მაისში განხორციელდება), სადაც დამჟანგავი და რადიაციული ზემოქმედება სუსტია(იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე? – ნაპოვნია მეთანი და ტუბულები.; ისევ მარსული მეთანის შესახებ; სიცოცხლე მარსზე; ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *