სინათლის ფოტო

 შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიღოთ სინათლე, ტალღისა და ნაწილაკთა(ფოტონები) ნაკადის სახით ერთდროულად(Nature Communications).

 მეცნიერებმა გადაიღეს თვით საშუალების ფოტოსურათი, რომელიც ფოტოგრაფირებისთვის საჭირო მთავარი ელემენტია – სინათლე. ფაბრიციო კარბონეს ჯგუფმა, ლაზერის იმპულსი ნანოგამტარისკენ(0,00008 მილიმეტრი) მიმართა. ლაზერი, გამტარში მოძრავ დამუხტულ ნაწილაკებს ენერგიას ანიჭებს, რომლბიც ვიბრირებას იწყებენ. ასე სინათლე საპირისპირო მიმართულებებით მოძრაობს გამტარში(როგორც ორზოლიანი ავტომაგისტრალი), ხოლო ამ ორი ტალღის ერთმანეთთან შეხვედრით ჩნდება მესამე – მდგარი ტალღა.

 ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, მდგარი ტალღის გამოსახვა, მისი მიმართულებით ელექტონების ნაკადის მიმართვით მოხდა. ტალღასთან ურთიერთქმედებისას ეს ელექტრონები ან აჩარდებიან ან მუხრუჭდებიან. ზესწრაფი მიკროსკოპი სიჩქარეთა ცვლილებების წერტილებს აფიქსირებს, ამ წერტილების ერთობლიობით კი მდგარი ტალღის გამოსახულება მიიღება, რომელიც სინათლის ტალღურ ბუნებას გვიჩვენებს.

 რაც შეეხება ნაწილაკებს, ელექტრონები, მოძრაობენ რა მდგარი ტალღის მიღმა, ფოტონებს ეჯახებიან, რაც ასევე, მათი სიჩქარეების ცვლილებას იწვევს(ატომი). ამ ცვლიელბათა დინამიკა ნაწილაკთა ორ ჯგუფს შორის ენერგიათა ”პაკეტების”(კვანტების) გაცვლას ჰგავს. ამ ”პაკეტების” არსებობა კი იმაზე მიუთითებს, რომ ნანოგამტარზე მდებარე სინათლე ნაწილაკთა ნაკადის სახითაც წარმოგვიდგება.

 ”ეს ექსპერიმენტი, კვანტური მექსნიკის, თავისი პარადოქსული თვისებებით, პირდაპირი გადაღების დემონსტრირებას ახდენს. მეთოდი, კვანტური კომპიუტერების შექმნის საქმეში დაგვეხმარება” – ამბობს კარბონე(კვანტური ”მოჩვენებით” მიღებული გამოსახულება).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=mlaVHxUSiNk

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.