მთვარე მაშინ არსებობს, როცა ვუყურებთ?

 ავსტრალიელმა და ფრანგმა ფიზიკოსებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც, მათი თქმით, ტალღური ფუნქციის რეალურობაზე მეტყველებს(Nature Physics).

 ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ტალღური ფუნქცია რეალურია(ობიექტურ რეალობას წარმოადგენს) და შროდინგერის კატის(რეალობის კვანტური ილუზორულობა !!!; მოკლედ შროდინგერის განტოლების შესახებ) უნარი ერთბაშად მკვდარიც იყოს და ცოხალიც, ბუნების ობიექტური მახასიათებელია.

 ობიექტურობა აქ იმას ნიშნავს, რომ ტალღური ფუნქციის ეს თვისება ადამიანთან და მის წარმოდგენებთან ბუნებაზე, არანაირად არის დამოკიდებული. ტალღური ფუნქციისთვის სულ ერთია, რას ”ფიქრობთ” მასზე.

 მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ტალღური ფუნქცია მათემატიკური ობიექტია, რომელიც კვანტური სამყაროს შესახებ მეცნიერების არასაკმარისი ცოდნით არის განპირობებული. კერძოდ, ასეთი თვალსაზრისის მომხრე იყო ალბერტ აინშტაინიც. ”თქვენ ფიქრობთ, რომ მთვარე მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მას უყურებთ?”- ამბობდა მეცნიერი(ეპისტემოლოგიური ინტერპრეტაცია).

 ზემოთ ხსენებულ ექსპერიმენტში მეცნიერები წყვილი ფოტონების კვანტურ მდგომარეობებს ზომავდნენ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ განსხვავებულ კვანტურ მდგომარეობებში ყოფნა შეუძლიათ(მაგალითად, ვერტიკალური, ჰორიზონტალური ან დიაგონალური პოლარიზაცია).

 იმ შემთხვევაში, თუ ტალღური ფუნქცია ობიექტური რეალობის ნაწილია, პოლარიზაციის მდგომარეობას ერთეული ექსპერიმენტი ვერ განსაზღვრავს. ამის გაკეთება, მხოლოდ დამატებითი ექსპერიმენტებით იქნება შესაძლებელი. ერთი გაზომვით ფოტონების პოლარიზაციის შესახებ არასაკმარისი მონაცემები იქნა მიღებული, რაც კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციათა უმრავლესობის არასწორობაზე მიუთითებს.

 ექსპერიმენტის მსველობისას მეცნიერები S სიდიდის მაჩევენებელს ადგენდნენ, რომელიც ნაწილაკების კვანტური მდგომარეობების ალბათობასთან არის დაკავშირებული. თუ მისი სიდიდე ერთის ტოლი ან მეტი იქნებოდა, მაშინ ეპისტომოლოგიური იტერპრეტაცია იქნებოდა სწორი. S-ის მნიშვნელობა კი ყოველთვის ერთზე ნაკლები გამოდიოდა, შესაბამისად, ონთოლოგიური(ობიექტური) ინტერპრეტაციაა სწორი.

 საექსპერიმენტო მოწყობილობაში სინათლის სპონტანური პარამეტრული გაბნევა იქნა გამოყენებული: იქმნება კვანტურად გადახლართული(entanglement)კვანტური ”მოჩვენებით” მიღებული გამოსახულება)) ფოტონების წყვილი, რომელიც 410 ნანომეტრის სიგრძის ტალღის ლაზერით აგზნებულ სპეციალურ კრისტალში გატარებით, ცალკეულ ფოტონებად იყოფა, რომელთა ენერგიებისა და იმპულსების ჯამი, საწყისი ფოტონების იგივე მონცემებს უტოლდება.

 შემდეგ, ნაწილაკები სპეციალურ პრიზმაში(გლან-ტეილორის პრიზმა) გაატარეს, რომლის საშუალებითაც კვანტების პოლარიზაციისათვის მზადება ხდება. გაზომვები, ერთეული ფოტონების დეტექტორით, უკანა გზაზე მსვლელობისას ხდებოდა.

 ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სტატისტიკურად ეპისტემოლოგიური ინტერპრეტაცია არ სრულდება. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თვლიან, რომ კვანტური თეორიის, ჰიუ ევერეტისეული პარალელური სამყაროებით ახსნას, ჯერ კიდევ აქვს აზრი. ეს თეორია ეპისტომოლოგიურ ინტერპრეტაციას უფრო ჰგავს, ვიდრე ონთოლოგიურს. მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს არც რეტრომიზეზობრივი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მომავალს, წარსულზე ზემოქმედება შეუძლია.

 ”თუ დავუშვებთ, რომ ობიექტური რეალურობის ცნება არსებობს, ჩვენს მიერ მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ ტალღური ფუნქცია ამ რეალურობას პირდაპირ უნდა შეესაბამებოდეს” – ასკვნიან კვლევის ავტორები(მეცნიერები პარალელურ სამყაროებს ეძებენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.