სინათლის სიჩქარე ვაკუუმში – კონსტანტა არ არის?

 ”დაგვიანებული” ფოტონები, ვაკუუმში სინათლის სიჩქარის მუდმივობას ეჭვქვეშ აყენებს, ის კი ყველაზე უფრო ფუნდამენტალურ კონსტანტად ითვლება(სინათლის სიჩქარე).

 ფიზიკოს ჯეიმს ფრენსონის სტატია, რომელიც რეცენზირებად ჟურნალში – New Journal of Physics გამოქვეყნდა, მეცნიერთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ფრენსონის აზრით, გარკვეულ პირობებში ეს სიჩქარე შეიძლება შემცირდეს.

 ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, სინათლე ვაკუუმში მუდმივი სიჩარით მოძრაობს – 299 792 458 კმ/წმ, აინშტაინის ცნობილ განტოლებაში ის ”с”-თი აღინიშნება. ფაქტიურად, ყველა ასტრონომიული გაზომვები ამ სიდიდეს ეფუძნება – მოკლედ, ის უკიდურესად მნიშვნელოვანია. რა იქნება, თუ ეს მნიშვნელობა არასწორადაა შეფასებული?

 ფრენსონის არგუმენტაცია ზეახალზე – SN 1987A, ჩატარებულ დაკვირვებებს ეყრდნობა, ვარსკვლავი 1987 წლის თებერვალში აფეთქდა. მიწის ზედაპირზე არსებულმა ტელესკოპებმა ამ აფეთქებით გაჩენილი ფოტონები და ნეიტრინოები(ნეიტრინოს ზესიჩქარით მოძრაობის საკითხი დახურულია) დაარეგისტრირა. თუმცა არის ერთი პრობლემა: ფოტონები მოსალოდნელზე 4,7 საათით გვიან გამოჩდა. მეცნიერთა ვარაუდით, დაგვიანების მიზეზი იმაშია, რომ ამ ფოტონების წყარო არა თვით აფეთქება შეიძლება იყო, არამედ რაღაც სხვა მოვლენა. და თუ ეს ასე არ არის?

 ფრენსონის ვარაუდით, ფოტონები ვაკუუმის პოლარიზაციის გამო შეიძლება დამუხრუჭდეს: ფოტონი სპონტანურად პოზიტრონად და ელექტრონად იშლება, ხოლო შემდეგ, წამიერად, ისევ ფოტონად რეკომბინირებს. ამ მომენტში კი ნაწილაკებს შორის გრავიტაციული დიფერენციალი ჩნდება, რომელსაც საგრძნობი ელერგეტიკული ზემოქმედება და ფოტონების უმნიშვნელოდ შეყოვნება შეუძლია. ისეთ შორ დისტანციაზე, როგორიც 168 ათასი სიანთლის წელია(აფეთქება მაგელანის დიდ ნისლეულში მოხდა), დაყოვნებები 4,7 საათის დაგვიანებად შეიძლება შეიკრიბოს.

 თუ ფრენსონი მართალია, პრაქტიკულად ყველა გაზომვები, რომლებიც თანამედროვე კოსმოლოგიის საფუძვლებს წარმოადგენს(სიჩქარეები კოსმოლოგიაში), არაკორექტულად უნდა გამოცხადდეს. ასტროფიზიკოსებს კი ფაქტიურად ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევთ…

One comment

  1. 299 792 458 კმ/წმ კი არა 299 792 კმ/წმ-ში არის სინათლიუს სიჩქარე 🙂 ანუ
    299 792 458 მ/წმ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.