როგორ მოქმედებს უწონობა ასტრონავტებზე?

 ოტავა, კანადა – რამდენიმე თვიანი ფრენის მერე დედამიწაზე დაბრუნებისას, ასტრონავტებს თავი უფრო უძრავად უჭირავთ სხეულის მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივ. წონასწორობის შეგრძნებაზე უწონობის ზემოქმედების კვლევა ჰიუსტონის უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ჯერ დასრულებული არ არის. მარსზე ყოფნის დროს, თუ ასტრონავტი წაიქცა და ფეხი მოიტეხა, თანმხლები შედეგები ძნელად წარმოსადგენი იქნება – აცხადებს სტეფან მადანსინგხი, კანადის კოსმოსური საზოგადოების 15 ნოემბერს ჩატარებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

 ყველაზე მეტად NASA-ს ის ცვლილებები აინტერესებს, რომლებიც ასტრონავტების კუნთებში ხდება, მათ გულ-სისხლძარღვთა სიტემაში, ასევე როგორ ახერხებენ წონასწორობის შენარჩუნებას კოსმოსში 6 თვიანი ფრენის მერე. წლების განმავლობაში მეცნიერები თვალის შიგა წნევის ცვლილებებს აფიქსირებენ, ასევე ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილის სიმკვრივის ცვლილებებს(წამალი კოსმოსში ეფექტურობას კარგავს).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად, ხანგრძლივი ფრენების მერე ასტრონავტები ტესტირებას გადიან, თოკზე აძრომა, კიბეზე ასვლა და სხვა მარტივი წინაღობების გადალახვა. ეს ტესტები ფრენამდე 180, 60 და 30 დღით ადრე ტარდება, ფრენის მერე კი 1, 6 და 30 დღის მერე. ზოგიერთი ვარჯიში მჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაშიც ტარდება.

 კოსმოსიდან დაბრუნების მერე ასტრონავტები ამ დავალებების შესრულებას გაცილებით მეტ დროს ანდომებენ, რაც მეცნიერებმა მათი თავის, სხეულის მიმართ მდებარეობას დააბრალეს. მეტი ინფორმაციის მისაღებად NASA-მ ე.წ. მწოლიარე ტესტებიც ჩაატარა, რომელშიც მოხალისეები 70 დღის განმავლობაში თავით ქვემოთ მდგომარეობაში იმყოფებიან(60) და აბაზანაშიც კი ასეთ მდგიმარეობაში შედიან. მადანსინგხი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ტესტებმა თავის დაჭერის მდგომარეობაზე იგივენაირდ არ იმოქმდეს, როგორც ფრენიდან დაბრუნებულებზე. მიზეზის დასადგენად კვლევები კიდევ უნდა გაგრძელდეს.

 ასტრონავტები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კოსმოსში, ამიტომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პირველი ერთწლიანი ექსპედიცია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2015 წლისთვის არის დაგეგმილი. ზოგიერთმა ასტრონავტმა სადგურ ”მირ”(რუსეთი; აღარ არსებობს)-ზე წელიწადი და მეტიც კი გაატარა(კიდევ ასტრონავტების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.