რისგან შედგება ჩვენი სამყარო? ამის გასაგებად, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, კოსმოსური ტელესკოპი “პლანკი” გააგზავნა ორბიტაზე. ეს აპარატი 2009-2013 წლებში მუშაობდა და ყველაზე ძველი გამოსხივების ტემპერატურის უმცირესი ვარიაციების უპრეცედენტოდ დეტალური რუკა შეადგინა (მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივება, იგივე რელიქტური გამოსხივება, ყველა მხრიდან მოდის, მცირე ტემპერატურული გადახრებით მასში (“პლანკმა”, WMAP-ის მიერ აღმოჩენილი ანომალია დაადასტურა). შედარებით თბილი და ცივი უბნების განაწილება გვიჩვენებს ადგილებს, სადაც სამყარო სხვადასხვა ტიპის ენერგიებისგან შედგებოდა და სხვადასხვა გზით ვითარდებოდა. 2018 წლისთვის, ამ რუკიდან გამომდინარე, ვიცით — სამყაროს ასაკი — 13,8 მლრდ. წელია; სამყაროს შემაგდენლის ნახევარზე მეტი ე.წ. ბნელ ენერგიაზე მოდის, ნახევარზე ცოტა — ბნელ მატერიაზე და ძალიან ცოტა — ჩვეულებრივ მატერიაზე, რისგანაც ჩვენ და დანარჩენი ხილული სამყარო შდგება; ადგილობრივი გაფართოების სიჩქარე, იგივე ჰაბლის მუდმივა — 67,4 (+/- 0.5) კმ/წმ/მპრს. აღსანიშნავია, რომ ადრეული სამყაროსთვის ჰაბლის მუდმვას მნიშვნელობა ოდნავ მცირე აღმოჩნდა, ვიდრე გვიანდელი სამყაროსთვის, დადგენილი სხვა მეთოდებით, რაც განხილვისა და სხვადასხვა ვარაუდების გაჩენის საბაბად არის ქცეული (ჰაბლის დაძაბულობა…; ”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).
44-ე წამიდან დააკვირდით, მიხვდებით, რას გვიჩვენებს რელიქტური გამოსხივება.