რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?

 1985 წლის ზამთარში გაზეთმა ”Труд”(”შრომა”)-მა, ნამდვილი მსოფლიო სენსაცია მოახადინა. 30 იანვრის ნომრის მესამე გვერდზე მცირე ზომის შენიშვნა იქნა გამოქვეყნებული – ”ზუსტად 4:10-ზე”, რამაც საინფორმაციო სივრცის მართლაც რომ აფთქება გამოიწვია.

 გაზეთი 20 მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა, თუმცა შუადღისთვის ყველა ეკზემპლარი უკვე გაყიდული იყო. მომდევნო დღეს ეს მასალა მსოფლიოს ყველა ცნობილმა საინფორმაციო საშუალებამ აიტაცა. ხოლო იმ საბჭოთა მკითხველებმა, რომლებმაც გაზეთ ”Труд”-ის სწორედ ეს ნომერი იყიდეს, ახლაც რელიქვიასავით აქვთ შენახული.

 ცნობილი იქნას მცდარ და მავნებლურ ფაქტად

 სტატიის შესავალი იუწყებოდა, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები ეწვივნენ. გვიან ღამით ესტონეთის მმართელობის ქვეშ მყოფი თვითმფრინავი TU-134A, ბელორუსის თავზე ამო(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი)-ს შეხვდა. ობიექტი ფორმას იცვლიდა, ხან ფერადი ღრუბელი იყო, ხანაც უჩვეულო ფორმის მფრინავი აპარატი, რომლის დამაბრმავებელი ელვარების სხივი ცას, მიწასა და ლაინერის კაბინას ანათებდა. როგორც მერე გაირკვა, იგივე სურათს შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მეორე თვითმფრინავის, ლენინგრადი-თბილისი, ქართული ეკიპაჟიც და მიწაზე მდებარე სპეციალური სამსახურის რადარებიც ხედავდნენ. ინფორმაცია ამო-სთან შეხვედრის შესახებ მაშინვე გაასაიდუმლოეს, ხოლო თვითმხილველებს გაუხმოვანებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს.

 დღევანდელი ყვითელი პრესა რაღას აღარ წერს და არც სერიოზულად უყურებს ვინმე მათ მონაჩმახს. საბჭოთა კავშირის დროს კი ბეჭვდით პრესას, მით უმეტეს ასეთი ტირაჟის, მკითხველი ენდობოდა. ხელისუფლება მხოლოდ კარგად გადამოწმებულსა და ნებადართულ პუბლიკაციების გამოქვეყნების უფლებას იძლეოდა. სწორედ ამიტომ ჰქონდა ბომბის გასკდომის ეფექტი „ტრუდში“ გამოქვეყნებულ ამო-სთან შეხვედრის ამბავს.

 „აფეთქების ტალღამ“ პირველად, მასალზე მომუშავე ჟურნალისტებს გადაუარა. სტატიასთან კავშირის მქონე ყველა მუშაკს საყვედური გამოუცხადეს. პუბლიკაცია „რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?“ მცდარ და მავნებლურ ფაქტად იქნა აღიარებული. ათწლეულების გასვლის მერეც, ამ უცნაურ ისტორიაზე წერტილის დასმა ჯერ კიდევ ადრეა, თვითმხილველები ფაქტს წლების მერე იხსენებენ.

 ხალხური მედიცინა სტრესის საწინააღმდეგოდ

 თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები ძველ რესპუბლკებსა და ახლა უკვე დამოუკიდებელ ესტონეთში ცხოვრობენ. მათ მოძებნაში ჟურნალისტებს მამა ბორისი დაეხმარათ, ესტონეთის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი. შემოწირულობების სიაში ბიზნესმენი გენადი ლაზურინიც ფიგურირებდა, ზემოთ ხსენებული ლაინერის ყოფილი მეორე პილოტი. იმ ღამით ყველაზე უფრო ცივსისხლიანი და წყნარი სწორედ ის აღმოჩნდა, მან ამო-ს მოხაზულობა ბლოკნოტის რამდენიმე ფურცელზე დაიტანა.

 „ერთად კიდევ 7 წელი ვიფრინეთ, 1991 წლამდე, სანამ ესტონეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდა. „ტრუდში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, ჩვენს მფრინავობის კარიერას კინაღამ წერტილი დაუსვა. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი დაკითხვებზე გვიბარებდა და ამის შესახებ ლაპარაკს გვიკრძალავდა. ეკიპაჟი დაშალეს, თუმცა პილოტად მუშაობის უფლება დაგვიტოვეს. ვიცი, რომ ამო-სთან შეხვედრას ქართული ეკიპაჟისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. მისი წევრები მძიმედ დაავადდნენ, კაპიტანი ერთი წლის მერე დაიღუპა. რატომ მოხდა ასე? მაქვს საკუთარი ვერსია. ჩვენს თვითმფრინავს კურსი არ შეუცვლია, რასაც ვხედავდით ყველაფერს მიწაზე, რადიოკავშირით გადავცემდით. ქართულმა ეკიპაჟმა მინსკელი ავიადისპეჩერის ბრძანებით გეზი ობიექტისკენ აიღო. როგორც ჩანს, ეს მანევრი უცხოპლანეტელებმა საშიშროებად აღიქვეს.

 მიზეზი მარტივი, უფრო პროზაულიც შეიძლება იყოს. ჩვენ დასვენების დღეები გვქონდა, მთელი ეკიპაჟი დასალევად წავედით, დილით, მაღაზიების გაღებისთანავე კიდევ დავამატეთ, კარგად გავერთეთ. იქნებ ამან გადაგვარჩინა? ქართველებმა მოდუნება ვერ მოახერხეს, რადგან მაშინვე მეორე რეისით გაემგზავრნენ.

 არამიწიერი ცივილიზაციების განყოფილება

 კარგად არის ცნობილი, რომ ქართული ეკიპაჟის სამი წევრი ამო-სთან შეხვედრის შემდეგ მძიმედ დაავადდა. მეთაურ ვ. გოცირიძეს ძვლის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ამის გამო პილოტად მუშაობა აღარ შეეძლო, ერთი წლის მერე კი გარდაიცვალა. დასხივების გამო ბორტგამცილებელმა კანის მძიმე დამწვრობა მიიღო. მალევე, მეორე პილოტი ი. კაბაჩნიკოვიც პილოტობიდან ჩამოაქვეითეს.

 კაბაჩნიკოვი საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიოდა, რათა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრამვის მტკიცებულება აეღო.

 1985 წლის თებერვალში პილოტი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ვლადიმირ ს-მ გამოიკვლია. თბილისელი ექიმების დასკვნა: კაბაჩნიკოვმა ძალიან ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედება გადაიტანა. ჰქონდა უცნაური ფორმის კარდიოგრამა, კბილანას ნაცვლად სინუსოიდის ფორმის. ასევე უჩვეულოდ გამოიყურებოდა ენცეფალოგრამაც. პილოტი კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტშიც გავაგზავნეთ, სადაც აღმოჩნდა, რომ ის მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროც იყო.

 საბოლოოდ, კაბაჩნიკოვი, ნაცნობებმა მაღალი ინსტანციებიდან, ამო-ს შემსწავლელი სპეციალური სამსახურის სიაში შეიყვანეს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინვალიდების მოწმობაც გაუკეთეს.

 ექიმს, იური კაბაჩნიკოვის ახსნაგანმარტებითი ჩანაწერის ასლი დარჩა:

 ფრენა გეგმის მიხედვით 10 000 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობდა, უღრუბლო ცის პირობებში. მინსკის რადარების ზონაში შესვლის მერე, შემხვედრი თვითმფრინავის პილოტების მიწასთან საუბრით დავადგინე, რომ ისინი თვითმფრინავის ზემოთ მანათობელ ობიექტს ხედავდნენ. რამდენიმე წუთის მერე დისპეჩერის მიერ მითითებული მიმართულებით, ელვარე-მწვანე ფერით მანათოებელი ობიექტი მეც დავინახე. ამ დროს მას სიგარასმაგვარი ფორმა ჰქონდა მიღებული, სამი კაშკაშა სინათლის სხივით ქვემოდან. ამავე დროს, შედარებით დაბალი ინტენსივობის ორი სხივი ზემო მიმართულებითაც ანათებდა. ბრძანებით მიწიდან, თვითმფრინავი ობიექტისკენ მივმართეთ, რომელიც 2-3 წუთის შემდეგ მკვეთრი მძრაობით მარცხენა მხარეს გადავიდა და გაჩერდა. წინა სხივი კიდევ უფრო დაფოკუსირდა და რამდენიმე წამით ჩვენი თვითმფრინავი ელვარე სინათლით გაანათა. ამის მერე სხივი ისევ ვერტიკალურად დაბლა დაეშვა, მიწაზე სამკუთხედის ფორმა მოხაზა და სიგზაგისებური მოძრაობით ამ სამკუთხედის მთელი ფართობი გაანათა. ამ დროს თვითმფრინავი პლეშანიცასთან ახლოს, მინსკიდან 70 კმ-ს დაშორებით იმყოფებოდა. ობიექტის მიერ განათებული მონაკვეთი კი 23-25 კილომეტრის იქეთ ქალაქ ბორისოვოსთან. შემხვედრ „ტუ“-სთან გავლის მერე ობიექტი ისევ იმ სიმაღლეზე, მარჯვენა მხრიდან მოგვყვებოდა(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.