რატომ იწვის ჰავაი ცისფრად?

 ამერიკელმა გეოლეგებმა იშვიათ ფენომენს ახსნა მოუძებნეს, რომელიც ვულკან კილაუეას ამოფრქვევის ადგილთან დაიმზირება: დედამიწიდან ამოსული ცისფერი ალის ზოლები.

 4 მაისიდან დაწყებული, ჰავაიზე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კილაუეა იფრქვევა. თავიდან, მაგმის ბუშტი კალდერადან(წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული) შორს ამოვიდა; გამდნარი მასის წნევამ უამრავი ბზარის წარმოქმნის პროვოცირება მოახდინა, მათ შორის გზებზეც; სამი კვირის განმავლობაში ათეულობით სახლი და სხვა შენობა დაიშალა, მოსახლეობა კი ევაკუირებული იქნა. გარდა ამისა, ა.შ.შ-ს გეოლოგიური სამსახურის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, მენციერებმა მიწიდან ამოსული ცისფერი ალის ზოლები შეამჩნიეს.

 ეს არის მეთანი, რომელიც უჟანგბადო სივრცეში მოხვედრილი ხის თერმული დაშლისას გამოიყო. ლავის ნაკადებს ქვეშ მოყოლილმა ტყემ დაშლა დაიწყო, არა წვა – ლავისა და ქვების ქვეშ ვერ აღწევს ჟანგბადი, ეს ე.წ. ანაერობული დაშლაა, რომელსაც სხვა პროდუქტებთან ერთად, მეთანის გამოყოფაც ახლავს თან. წვის პროცესში გაჩენილი ნახშირჟანგი მოცისფრო ელფერს აძლევს ალს აქაც და ჩვეულებრივ გაზქურაზეც.

 მაუნა კეამდე მაძნილი, სადაც უძლიერესი ტელესკოპების თავმოყრის ადგილია, პირდაპირი გზით დაახლოებით 50 კილომეტრია.

 გაზი მიწისქვეშ შეიძლება დაგროვდეს და ტემპერატურის მატების გამო აფეთქდეს. ჯერჯერობით, კილაუეას ამოფრქვევას მსხვერპი არ მოჰყოლია, მხოლოდ ერთი ადამიანი დაზიანდა, რომელსაც გავარვარებული ლავის წვეთები მიესხა(კიდევ ვულკანებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *