რადიოტალღა ერთი ელექტრონისგან

 კოლაბორაცია Project 8-ს მენციერებმა, რომელშიც ა.შ.შ-სა და გერმანიის 6 დაწესებულების 27 ფიზიკოსი შედის, პირველად მოახერხეს ერთეული ელექტრონის ციკლოტრონული გამოსიხვების ტალღის დამზერა და მისი ენერგიის გაზომვა(Science News).

ciklotinuli eleqtroni

 Project 8-ს მიერ შექმნილი დანადგარი ვაშინგტონის უნივერსიტეტში(სიეტლი) მდებარეობს. ესპრესოს ფინჯანის ზომის მოწყობილობა, დაბალი წნევის ქვეშ მყოფი დაბალ ტემპერატურამდე გაცივებული რადიოაქტიური გაზით – კრიპტონ-83, არის შევსებული და ერთი ტესლა ინდუქციის მომცემი ზეგამტარი მაგნიტით არის შემოსაზღვრული(ასეთივე მაგნიტური ველი აქვთ დიდი ადრონული კოლაიდერის გადამხრელ მაგნიტებს).

 რადიოაქტიური ბეტა-დაშლის დროს იზოტოპი კრიპტონ-83 ელექტრონს ასხივებს, რომელიც გარე მაგნიტური ველის ზემოქმედებით წრიულ ორბიტაზე იწყებს ბრუნვას. ოლივერ ჰევისაიდის მიერ ჯერ კიდევ 1904 წელს გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, ამან ციკლოტრონული გამოსხივება უნდა გამოიწვიოს, რომელსაც 25 გიგაჰერცის სიხშირეზე აფიქსირებდნენ დეტექტორები. ამ გამოსხივების სიმძლავრე 30 ელექტრონვოლტს უტოლდება.

 ელექტრონის გარდა, ბეტა-დაშლისას სხვა ლეპტონიც ჩნდება – ნეიტრინო. სწორედ ამ ნაწილაკის კვლევით არის დაკავებული კოლაბორაცია Project 8. ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელში ამ ნაწილაკის მასა ნულს უტოლდება, თუმცა ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ რაღაც მასა მას მაინც აქვს.

 თუ ელექტრონის მასა და მის მიერ გამოსხივებული ენერგიის ზუსტი მნიშვნელობა გვეცოდინება, ამ უმსუბუქესი ნაწილაკის მასის დადგენასაც შევძლებთ. ამ დროისათვის ნეიტრინოს მასის ზედა ზღვარი 0,01-0,05-ს უტოლდება. ბოლო მნიშვნელობის მიხედვით ელექტრონზე მილიონჯერ ნაკლები. ლეპტონთა მასებს შორის ასეთი განსხვავების ბუნება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ერთ-ერთ ძირითად გამოცანად რჩება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.