რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე

 მარსისკენ მიმავალ გზაზე და თვითონ პლანეტაზე არსებული რადიოაქტიური საშიშროების შესახებ ამ დრომდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. თანდათანობით, ”ცნობისმოყვარე” მარსმავლიდან მიღებული მონაცემების ხარჯზე, სიტუაცია შეიცვალა(Astrobiology Magazine).

 მარსისკენ ფრენის საშიშროებანი სულ უფრო მეტად გვაღელვებენ(ვითომ?!). მეცნიერებმა, დონ ჰასლერის მეთაურობით სამხრეთ-დასავლეთი კვლევითი ინსტიტუტიდან(ა.შ.შ.), ჩვენ(ვინც მზიდან მეოთხე პლანეტაზე პილოტირებული მისიის უჭველობაშია დარწმუნებული) შეშფოთების მორიგი მიზეზი წარმოგვიდგინეს(რითია საშიში მარსზე გაფრენა).

rad sash graf marsiskenრადიაციული საფრთხის შედარება მარსისკენ მიმავალ გზაზე და თვით მარსზე, მუცლის ღრუს ტომოგრაფიასა(CT Scan) და რადიაციის ჩვეულებრივ დოზასთან ზღვის დონეზე.

 რადიაციის საშუალო დოზა, 180 დღიანი ფრენის დროს, 300 მილიზივერტის ტოლფასი აღმოჩნდა, ეს კი დაახლოებით მუცლის ღრუს 24 კომპიუტერული აქსიალური ტომოგრაფიის, ან რადიაციის 15 დოზის ტოლფასია, რომელიც ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლისთვის დასაშვებ დოზად ითვლება(რადიაცია ჩვენს გარშემო).

 მარსზე გადასხდომის მერე სიტუაცია, საბედნიეროდ, უმჯობესდება: მაგნიტოსფეროს არ არსებობისა და გაიშვიათებული ატმოსფეროს მიუხედავად, კოსმოსური სხივები ასტრონავტებს ყველა მხრიდან ვეღარ უტევენ, რადგან ქვემოდან ისინი პლანეტარული სისქით იქნებიან დაცულნი. გამოსხივების ნახევარი მაინც რჩება, თუმცა მისი რაოდენობა საკმაოდ მკვეთრად მერყეობს მზის ქარის ინტენსივობის მიხედვით(რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს; დამცველი ველი: როგორც კინოში).

 მთლიანობაში საქმე არც თუ ისე ცუდათაა: მარსისკენ ნახევარწლიანი მოგზაურობის ჯამური რადიაცია, პლანეტაზე მომდევნო 500 დღიან ყოფნას უტოლდება. ერთიცა და მეორეც ახლოსაა დოზასთან, რომელსაც საერთაშორისო სადგურზე მყოფი ადამიანი 6 თვეში ღებულობს. სხვანაირად რომ ვთქვათ, სერგეი კრიკალიოვი 311 დღიანი ფრენისას იმაზე გაცილებით მეტი რადიაციით ”დაჯილდოვდა”, ვიდრე მარსისკენ ფრენისას მიიღებდა, ხოლო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მან ისეთი დოზა მიიღო, რომელსაც წითელი პლანეტისკენ ფრენისა და იქ 500 დღე ყოფნით მიიღებდა.

 ნასას მიერ დაწესებული ნორმებით ეს მაჩვენებლი მიუღებლად მაღალია, რაც, ბუნებრივია, ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რომელსაც სააგენტო დაეყრდნობა, საკრალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს:”რატომ არ ხართ მარსზე?”. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის პრობლემა, რომლის გადაჭრა შეუძლებელია: არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ნასამ წყალბადით შევსებული ბორის ნანომილაკებზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რითაც კოსმოსური ხომალდებისა და ეკიპაჟის ეფექტური რადიაციული დაცვა მოხერხდება.
rad sash curisgan კარგად ჩანს, რომ ”ცნობისმოყვარეზე” დაცემული რადიაცია საკმაოდ ძლიერად ვარირებს.

 ამ კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია მარსული ორგანიკის ძებნის საქმეში. თუ იქ ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, მისი ნარჩენები 1 მეტრზე მეტ სიღრმეში უნდა ვეძებოთ, რადგან მილიონიბით წლების განმავლობაში რადიაცია მთლიანად დაშლიდა მას. მეორეს მხრივ, თუ სიცოცხლის აშკარა კვლები ნაკლებ სიღრმეზე მოიძებნა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ პირობითი მარსელები ”ახლახანს” გადაშენდნენ(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.