ჟაკეს კომეტა IC 1805 და IC 1848, კომეტით შუაში.

ჟაკეს კომეტა

 13 ივლისს პლანეტა ვენერაზე რომ ყოფილიყავით საშუალება გექნებოდათ ეს მშვენიერი, ე.წ. “ჟაკეს კომეტა” (Jacques comet, C/2014 E2) მთელს თავის ბრწყინვალებაში გენახათ, ვინაიდან შიდა მზის სისტემის ამ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა სტუმარმა ვენერას სულ რაღაც 14,5 მილიონ კილომეტრში ჩაუქროლა. 28 აგვისტოს ეს კომეტა ჩვენც რამდენადმე მოგვიახლოვდება და დედამიწას 84 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. უკვე ახლა იგი კარგად ჩანს პატარა ტელესკოპებში და ბინოკულარებშიც კი. ორი დღის წინ ამ კომეტის მომწვანო კომა და მისი ვიწრო, იონური კუდი ამ სურათზე დააფიქსირეს ორ წუთიანი ექსპოზიციით შესრულებულ ციფრულ სურათზე. სურათი იმითიცაა გამორჩეული, რომ ამ მომენტში კომეტა ორ ღირსშესანიშნავ ნისლეულს, IC 1805 და IC 1848, შორის ჩანდა. ეს ნისლეულები არაფორმალურად ასტრონომიაში კასიოპეას გულისა და სულის ნისლეულებად იწოდებიან (Cassiopeia’s Heart and Soul Nebulae). ერთი სიტყვით თუ ამ უქმეებზე დედამიწაზე იმყოფებით და არ ხართ მიჯაჭვული კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის ეკრანს, საღამოს ცას ახედეთ და შეეცადეთ ამ კომეტის “დაჭერა”. განთიადისას კი ცაზე ვენერას, იუპიტერისა და ნამგალა მთვარის მიერ შედგენილი სამკუთხედის დანახვასაც შეძლებთ.

jake dvalma
ავტორი: დავით დვალი. 22/08/2014. თბილისი.

 
ტელესკოპი – CELESTRON CPC DELUXE 1100 HD COMPUTERIZED TELESCOPE; სადგარი – EQ8 SynScan GPS.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *