პულსარი არეული პულსირებით

აღმოჩენილია რეკორდული ცვლილება პულსარის მოძრაობაში, ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის უცნაურად მკვეთრი ცვლილება.

 რეკორდსმენად იქცა პულსარი J1718-3718, აღმოჩენილი 2004 წელს. მოვლენის ციფრული მახასიათებელი საკმაოდ მცირეა, თუმცა ასეთი ცვლილებები დაკავშირებულია კოლოსალური ენერგიის ხარჯვასთან, ძალიან დიდი მასების(რამდენიმე მზის მასა თავმოყრილი 12 კილომეტრიან დიამეტრში) და ბრუნვის მაღალი სიჩქარის გამო( J1718-3718 ერთ ბრუნს 3,37 წამში აკეთებს).

აღმოჩენილ ცვლილებას აქვს კიდევ ერთი უჩვეულო მახასიათებელი. ასეთი მოვლენების მერე, გარკვეული დროის განმავლობაში, პულსარების ბრუნვის სიჩქარეები ნორმაში მოდიან ხოლმე, თუმცა ნორმალიზაცია J1718-3718-ის შემთხვევაში უკვე მეშვიდასე დღეა არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, მეცნიერთა აზრით, ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ღერძი და ბრუნვის ღერძი ამ დროისთვის ერთმანეთს არ ემთხვევიან. პროცესების ახსნა, რომლებიც ვარსკვლავს შიგნით ხდება, მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ.

პულსარი სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს(ჩნდება მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსით) რამდენიმე მზის მასით, ზუსტი ზედა ზღვარი დაუდგენელია, რადგან ზუსტად არ არის ცნობილი რა მდგომარეობაშია მატერია ასეთი ვარსკვლავის შიგნით. პულსარის მაგნიტური ველის პულუსები გამოსხივების მძლავრი წყაროები არიან, გამოსხივება ვარსკვლავიდან, ასტრონომული მასშტაბებით, საკმაოდ თხელი სხივით ამოდის. თუ სხივის მოძრაობის მიმართულებით დედამიწა აღმოჩნდება, მაშინ ვარსკვლავი, ბრუნვის გამო, დამკვირვებელს წარმოუდგება როგორც პულსირებადი ობიექტი(მაგნეტარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.