ჯერ პლანეტად ითვლებოდა, მერე ჯუჯა პლანეტობამდე დააქვეითეს, ახლა კი ამბობენ, რომ ცოტა, კომეტაც არის(Icarus).
კოსმოსური აპარატი ”ახალი ჰორზინტები”, ჯერ კიდევ პლუტონისკენ მიმავალ გზაზე იყო, როცა ასტრომოყვარულებმა და ასტრონომებმა მოითხოვეს, რომ პლუტონზე დასაკვირვებლად, რენტგენის დიაპზონში მომუშავე კოსმორი ობსერვატორიის – ”ჩანდრა”, სამუშაო საათები მათთვისაც გამოეყოთ. მკვლევარებს უნდოდათ ისე დაკვირვებოდნენ პლუტონს, როგორც ამას 1996 წელს, კომეტებზე დასაკვირვებლად აკეთებდნენ(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი). მზის ქარის შემადგენლობაში არსებული ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის მაღალიონიზირებული ატომები, რომელთაც ოთხი(!) და მეტი ელექტრონის დანაკლისი აქვთ, კომეტის კუდის შემადგენელი ნახშირჟანგისა და წყლის მოლეკულებიდან ელექტრონებს ”გლეჯს”. ელექტრონების გაცვლის შედეგად, რენტგენის გამოსხივება ჩნდება, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია, ხოლო მისი დახმარებით კომეტის კუდის აღმოჩენა.
პლუტონზე ათსაათიანი დაკვირვების მერე, ”ჩანდრამ” ორი ფოტონი დააფიქსირა, ენერგიით ულტრაიისფერსა და გამა-გამოსხივებას შორის, ანუ რენტგენის გამოსხივება(ელექტრომაგნიტური გამოსხივება). ცოტად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ რენტგენულ ასტრონომიაში ეს სრულიად საკმარისია, რომ გაიშვიათებული გაზისა და წყლის ორთქლისგან შემდგარი პლუტონის დიდი კუდის არსებობა დამტკიცდეს(პლუტონი).