მზის უახლოესი მეზობლის პლანეტების მოსაძებნად მეცნიერები გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამოყენებას აპირებენ(NASA).
წითელი ჯუჯები, რომლებსაც კენტავრის პროქსიმაც ეკუთვნის, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავური დასახლების ყველაზე გავრცელებული ტიპია. ყოველ ყვითელ ჯუჯაზე(ანუ მზისმაგვარებზე) ათეული წითელი მოდის. როგორც წესი, შედარებით მცირე ზომის ვარსკვლვებთან პატარა ზომისავე პლანეტები მოძრაობენ, ამიტომ წითელი ჯუჯები, დედმაიწის ზომის პლანეტათა ძებნის საქმეში ყველაზე კარგი კანდიდატები არიან. ასტრონომებმა მეზობელ ვარსკვლავთან პლანეტები ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს(ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა).
მიუხედავად ამისა ძებნა არ შეჩერებულა. ისინი დედამიწის, პროქსიმას და სხვა ვარსკვლავის სიზიგიით(სამი ასტრონომული ობიექტის ერთ ხაზზე დადგომა) აპირებენ ისარგებლონ. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, „ჰაბლით“ მიღებული მონაცემებით დადგინდა, რომ კენტავრის პროქსიმა სხვა ვარსკვლავების ფონზე 2014 წლის ოქტომბერსა და 2016 წლის თებერვალში იმოძრავებს.
უახლოესი დეკადისთვის გამოთვლილი კენტავრის პროქსიმას ხილული ტრაექტორია ვარსკვლავებიან ცაზე. ტრაექტორიას პარალაქსის გამო ტალღური სახე აქვს, რაც დედამიწის მზის გარშემო ბრუნვითაა გამოწვეული. იმის გამო, რომ პროქსიმა სხვებთან შედარებით ახლოსაა(4,2 სინათლის წელი), მისი კუთხური სიჩქარე დედამიწის მიმართ უფრო მეტია, ვიდრე შორეული ვარსკვლავებისა.
როცა პროქსიმა დედამიწასა და ცალკეული ვარსკვლავის შორის აღმოჩნდება, შესაძლებელი გახდება მიკროლინზირების(გრავიტაციული ლინზირება) ეფექტის დამზერა – ამ ცალკეული ვარსკვლავის გამოსახულების დამახინჯება პროქსიმასა და მისი ჰიპოთეტური პლანეტების გრავიტაციის ხარჯზე. თუ იქ პლანეტები არის, მაშინ ეს ვარსკვლავის ხილული ადგილმდებარეობის დამატებით წანაცვლებას გამოიწვევს. ასეთი მცირე გადახრების დაფიქსირება არსებულთა შორის მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. მსგავსი კვლევებისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა „ჰაბსლ“, Gaia-ს და ყველაზე დიდ ტელეკოპს(VLT) გააჩნია.
პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან
Posted by