პერსევსის GK – 1901 წლის ახალი ვარსკვლავი

 საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს.

 აქ მისი გამოსახულებაა ნაჩვენები, შედგენილი 2003 და 2011 წელს გადღებული ფოტოებით. კადრებით შედგენილი ვიდეოფილმი გვიჩვენებს თუ როგორ ფართოვდებოდა ნისლეული უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში. იქამდე მანძილი 1500 სინათლის წელია, ნისლეულის დიამეტრი სინათლის წელზე ოდნავ მცირე.

ჩვეულებრივ ასეთი ტიპის ახლები გერთიანებულნი არიან ორმაგ სისტემებში, სადაც შედარებით ცივი გიგანტური ვარსკვლავიდან ნივთიერება კომპაქტურ თეთრ ჯუჯაზე გადაედინება. როცა გადმოქაჩული გაზების მასა კრიტიკულს აღწევს, ხდება თერმობირთვული ანთება, რომელიც ვარსკვლავურ მატერიას გარემოში აფრქვევს, თუმცა არ შლის თეთრ ჯუჯას. პერსევსის GK-ს სისტემაში, ორი დღე-ღამიანი ორბიტალური პერიოდით, ბოლო წლების განმავლობაში შედარებით სუსტი ანთებები მოხდა. ახლის აფეთქებისას გამოიყოფა გაცილებით მცირე ენერგია, ვიდრე ზეახლის აფეთქების დროს. თუ განმეორებადი ახლის აფეთქება არ იქნება საკმარისად ენერგიული, რათა მოიშოროს უფრო მეტი ნივთიერება, ვიდრე თეთრ ჯუჯაზე ეცემა, მაშინ მისი მასა გააგრძელებს მატებას, სანამ არ გადააჭარბებს ჩანდრასეკარის ზღვარს. ასეთ შემთხვევაში თეთრი ჯუჯა აფეთქედება, როგორც მძლავრი ზეახალი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.