ორჯერ აფეთქდა?!

 ჩვეულებრივ, ზეახლის ფაზაში შესული ვარსკვლავი ფეთქდება და… მორჩა. თუმცა, ახალი აღმოჩენა, ვარსკვლავების სიკვდილის შესახებ არსებული წარმოდგენების გადახედვას ითხოვს. ზეახალმა სახელად iPTF14hls, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს, აფეთქება გადაიტანა და 60 წლის მერე კიდევ ერთხელ აფეთქდა. კოსმოსის მკვლევართათვის მოვლენათა ასეთი განვითარება უკიდურესად უჩვეულო აღმოჩნდა, ასე არ უნდა დხებოდეს.

 II-P კლასის ზეახლები, მასიური ვარსკვლავების, ნეიტრონულ ვარსკვლავებად გადაქცეული ბირთვებია, უძლიერესი დარტყმითი ტალღის წარმოქმნით, რომელიც აფეთქებამდე ვარსკვლავიდან კოსმოსში გამოფრქვეული წყალბადის ღრუბელში გადის. წყალბადი ჯერ იონიზირდება, მერე კი ცივდება და რეკომბინირებს(გაზის იონიზაცია).

 600 დღიანი დაკვირვების განმავლობაში iPTF14hls რამდენიმეჯერ ჩაბნელდა, მერე ისევ აკიაფდა. 3 წელიწადზე მცირე დროში 5 ასეთი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. ჩვეულებრივ, ზეახლები ელვარების პიკს აღწევენ, რამდენიმე თვე ასე ანათებენ, შემდეგ კი ნელ ქრობას იწყებენ.

 ლას კუმბრასის(ა.შ.შ.) ობსერვატორიის ასტრონომებმა არქივი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ვარსკვლავი 1954 წელსაც აფეთქდა.

  iPTF14hls(ყვითლად)-ის ელვარების(მილიარდობით მზის ექვივალენტური) ცვლილების შედარება ჩვეულებრივ ზეახალთან(ცისფრად) 600 დღიან პერიოდში.

 მეცნიერთა აზრით, ზეახალი iPTF14hls ე.წ. ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების წარმოქმნით არასტაბილური პულსირებადი ზეახალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომლის დამზერა პირველად მოხდა. ეს არის უზარმაზარი მოცულობის ვარსკვლავური მატერიის ამოფრქვევა, რაც ზეახლად შეიძლება მოგვეჩვენოს, ვარსკვლავი კი მთლიანად არ ნადგურდება.

 (ინგლ.pair instability supernovae) – უკიდურესად იშვიათი ტიპის ზეახალი. ასეთი ვარსკვლავის აფეთქება, მის წიაღში წარმოქმნილი უძლიერესი გამა-გამოსხივებით გაჩენილი ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების ანიჰილაციით იწყება. გარე ფენებზე მოქმედი სინათლის წნევის შემცირება მასა და გრავიტაციას შორის ბალანსს არღვევს. შემდეგ კოლაფსი(შეკუმშვა) ჩვეულებრივად გრძელდება და უძლიერესი აფეთქებით მთავრდება. აფეთქების ადგილზე არაფერი რჩება, მხოლოდ ნისლეული, რომელშიც 10 მზის მასის რკინაა გაბნეული(ჰიპერახალი).

 მეცნიერთა თქმით, ასეთი რამ მხოლოდ 95-130 მზის მასის ვარსკვლავებს შეიძლება დაემართოს. პერიოდული ამოფრქვევების დროს ასეთი ვარსკვლავი 10-25 მზის მასით მსუბუქდება. ეს პულსაციები, საბოლოოდ, შავ ხვრელად გადაქცევით სრულდება. ამ ტიპის ვარსკვლავად გემის ხერხემლის(თანავარსკვლავედი) ეტა განიხილებოდა, რომელიც 1843 წლის ამოფრქვევისას, ღამის ცაზე ელვარებით მეორე იყო სირიუსის მერე(თვითმარქვია ზეახალი).

 1954 წლის აფეთების მერე iPTF14hls-ის გარსში რამდენიმე ათეული მზის მასის წყალბადი დარჩა. მოგვიანებით მომხდარი აფეთქების ენერგია კი იმაზე გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების წარმოქმნით არასტაბილური პულსირებადი ვარსკვლავისთვის შესახებ ჰიპოთეზა ვარაუდობს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ iPTF14hls ან მართლაც ასეთი ვარსკვლავია, თან ამის გარეშეც კიდევ უფრო უჩვეულო, ან ზეახლის სრულიად უცნობი ტიპი.

 ”პალომარის, კეკის, ლას კუმბრასის ობსერვატორიებში ჩატარებული დაკვირვებებით, დაგროვებული მონაცემებითა და 1954 წელს გადაღებული ფოტოებით, ამ მოვლენებში გარკვევას შევეცდებით. იმედია, კიდევ ერთ ასეთ ობიექტსაც აღმოვაჩენთ” – ამბობს პიტერ ნაჯენთი(ლოურენსის სახელობის ნაციონალური ლაბორატორია ბერკლიში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.