ორმხრივამოზნექილი NGC 1222

 ”ჰაბლის” ფართოკუთხიანი კამერით(Wide Field Camera –”ჰაბლის” ექსტრემალურად ღრმა კოსმოსი) გადაღებულ გალაქტიკას – NGC 1222, კატაკლიზმური მოვლენებით მდიდარი ისტორია აქვს. ორმხრივამოზნექილი ტიპის გალაქტიკა ახლა, ერთბაშად ორი ჯუჯა მეზობლის შთანთქმით არის დაკავებული. გალაქტიკური შეჯახებების პროცესმა, ვარსკვლავთშორისი გაზების დამატება ”ამღვრევა” გამოიწვია, ხოლო ვარსკვლავთფორმირების ინტენსიურობა ფეთქებადი ტემპებით გაიზარდა.

 ერთ დროს მკრთალ, ხნიერი ვარსკვლავებისგან შემდგარ გალაქტიკაში, ახლა ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციის მქონე სამი კომპაქტური რეგიონი დაიმზირება, რომლებიც ერთ დროს, NGC 1222-ის მიერ მიერთებული ჯუჯაგალაქტიკების ბირთვები იყო.

 ამ გალაქტიკაში მიმდინარე პროცესებმა თავისი სახეობის არატიპიურ წარმომადგენლად აქცია იგი. მის მოცულობაში არსებული სამი გრავიტაციული ცენტრი, მასათა ურთიერთქმედების რთულ სურათს იძლევა, რაც ახალი ვარსკვლავების ფორმირების მასშტაბურ პროცესებს აძლევს ბიძგს, მის მთელ პერიმეტრზე.

 ”ჰაბლით” მიღებული გამოსახულება, NGC 1222-ის უჩვეულო სტრუქტურების დეტალურად დათვალირების საშუალებას გვაძლევს. სხვა მსგავსი ტიპის ნორმალურ გალაქტიკებთან შედარებითა და ახლა გაჩენილ განსხვავებათა ცვლილების ტემპის მიხედვით, NGC 1222-ის შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენების მიმდევრობის აღდეგნა მოხერხდა. კოსმოსური გაზისა და მტვრის ძაფები, მომხდარი შეჯახებების კვალის სახით წარმოგვიდგება, ვარსკვლავების ფორმირების მომატებული ტემპის მიზეზიც სწორედ ეს გაზებია(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.