ოპერაცია – ”ვერცხლისფერი ალმასი”

 ამ შემთხვევის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მით უმეტეს, რომ ეს ამბავი აფრიკის უდაბნოში მოხდა – კალჰარი. ოპერაცია გასაიდუმლოების მაღალი ხარისხი მიენიჭა, კოდური სახელით – ”ვერცხლისფერი ალმასი”. ინფრომაციის ნაწილმა მაინც გამოჟონა. საიდუმლოს შენახვა ადამიანს არ შეუძლია და ენაც უძვლო აქვს :).

 სამხედრო მოხსენების მშრალი სტრიქონები

 1989 წლის 7 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდის რადარებზე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი(ამო) იქნა დაფიქსირებული, რომელიც სანაპირო ხაზის მიმართულებით მიფრინავდა.

 სამხედრო თვითმფრინავების – ”მირაჟი”, მიახლოებასთან ერთად, ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა მანევრი გააკეთა, რომლის გამეროება თვითმფრინავებს არ შეეძლოთ, თუმცა, ობიექტი მაინც მხედველობის არეში რჩებოდა. ბრძანებით დედამიწიდან, პილოტებმა ცეცხლი გახსნეს და პირდაპირი მოხვედრებაც დააფიქსირეს. ობიექტმა რყევა დაიწყო, შემდეგ კი პიკირებით ვარდნა. ის, საზღვრიდან 80 კილომეტრის მანძილზე, უდაბნო კალაჰარიში დაენარცხა მიწას.

 ”ვერცხლისფრი ალმასის” საიდუმლო საქაღალდედან

 ვარდნის ადგილზე, 150 მეტრი დიამეტრისა და 12 მეტრი სიღრმის ორმო იქნა აღმოჩენილი, რომელშიც დისკოსებრი ობიექტი იდო, ზომებით 18/8-ზე მეტრი. პერიმეტრზე გაყოლებული 12 ილუმინატორის მქონე ობიექტს, არანაირი სხვა ნაწიბური არ გააჩნდა. 3 ტელესკოპური სადგარიდან, მხოლოდ ერთი იყო გამოწეული.

 საუდუმლო ბაზაზე გადატანილი ობიექტის ლუქი გაიხსნა და იქედან, სამი ადამიანისმაგვარი არსება გადმოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთი, აშკარად დაჭრილი იყო. 120-150 სანტიმეტრის სიმაღლის, მორუხო-ცისფერ არსებებს, უპროპორციოდ დიდი თავი ჰქონდათ. ვიწრო და წაგრძელებული თვალები, გუგების გარეშე, მუხლებამდე ხელებით, სამი თითით. ერთმანეთს, როგროც ჩანს, ტელეპათიურად ეკონტაქტებოდნენ.

 1989 წლის ივნისში, ობიექტი და ორი ჰუმანოიდი, ა.შ.შ-ში გადაიტანეს. ისინი კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. რამდენიმე დღის მერე, დაჭრილი ჰუმანოიდი გარდაიცვალა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში, მეორეც.

 გაკვეთამ აჩვენა, რომ ხომალდის პილოტებს ადამიანის აგებულებასთან საერთო არაფერი აქვს, შინაგანი ორგანოები არ გააჩნიათ, მხოლოდ უამრავი არტერია და ქლოროფილის მაგვარი ნივთიერება, მცენარეების მსგავსად. რა ძალა ამოძრავებდა ობიექტს უცნობი დარჩა.

 ყბედი

 საიდუმლო ინფორმაცია ვინმე ჯიმს გროინენმა გასცა. მონაყოლის გარდა, მან საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის პირადობაც წარმოადგინა და დოკუმენტების ფოტოასლებიც. როგორც საიდუმლო სამსახურის წევრმა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი საკუთარი თვალით ნახა.

 გასაჯაროების აკრძალვაზე ხელის მოწერის მიუხედავად, გროინენმა მაინც მოაღო პირი, რადგან ჩათვალა, რომ ჩუმად ყოფნა ”კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა”.

 გადამოწმება

 ჯინიანმა ჟურნალისტებმა, გროინენის მონათხრობის გადამოწმება დაიწყეს. მოძებნეს მფრინავი გოოზენი, რომელიც ერთ-ერთი ”მირაჟის” პილოტი იყო. მან დაადასტურა, რომ მართლაც გაუხსნა ცეცხლი ამო-ს. ”ვერცხლისფერი ალმასის” სახელით ცნობილი ოპერაცია მართლაც ჩატარდა, ხოლო რას ემსახურებიდა ის, არავინ ამჟღავნებდა.

 ორი თვითმხილველიც გამოჩნდა, რომელთა განცხადებით, ამო-ს ვარდნა საკუთარი თვალით ნახეს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მისმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა როლთმა განაცხადა, რომ არ აპირებს ასეთი სულელური ინფორმაციების კომენტირებას.

 თვითონ გროინენი, ჟურნალისტების თვალთახედვიდან 1990 წელს გაუჩინარდა. მართლმსაჯულების მსხვერპლად იქცა თუ სპეცსამსახურების – უცნობია(ანომალური მოვლენები).

One comment

  1. გაგრძელებაც დადეთ მერე, როგორ შემოესივიან მილიონობით უცხოპლანეტელი და უილ სმიტმა როგორ გაანადგურებს მათ ცივილიზაციას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.