ობსერვატორია H.E.S.S. ცას მაღალენერგიულ დიაპაზონში იკვლევს

 თანამედროვე მექანიკური დინოზავრების მსგავსი ტელესკოპები, სინამდვილეში, ცისკენ მომზირალი უზარმაზარი თვალებია. მაღალი ენერგიის სტერეოსკოპული სისტემა (High Energy Stereoscopic System – H.E.S.S.) ოთხი თორმეტმეტრიანი სარკისგან შედგება, რომელბიც ერთი 28 მეტრიანი სარკის გარშემოა განთავსებული. მათი საშუალებით, უცნაური ცისფერი ანთებების რეგისტრირება ხდება, ე.წ. ჩერენკოვის გამოსხივება, რომლებსაც ატმოსფეროში შემოჭრილი, ჰაერში სინათლის გავრცელების სიჩქარეზე ოდნავ მეტი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკები აჩენს(ჩერენკოვის გამოსხივება !!!). ანთებები მაშინ ხდება, როცა კოსმოსის შორეული წყაროებიდან მოსული ტერაელქტრონვოლტიანი გამა სხივები(კვანტები)(რა არის ელექტრონვოლტი?), ჰაერის მოლეკულებს ეჯახება და მეორადი ნაწილაკების წვიმას აჩენს. 2003 წლიდან, ნამიბიაში მდებარე H.E.S.S, ბნელი მატერიის საძებნელად გამოიყენებოდა და 50-ზე მეტი მაღალენერგიული ნაწილაკების წყარო აღმოაჩინა – ზეახალთა ნარჩენები, გალაქტიკათა ცენტრები, ზემასიური შავი ხვრელებით მათში. ეს ვიდეო გასული წლის სექტემბერში გადაიღეს. H.E.S.S ტრიალებს და ჩვენს გალაქტიკას უმზერს, ასევე მაგელანის დიდსა და პატარა ღრუბლებს, კადრში მოხვდა ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრიც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.