ნისლეული ცხენის თავი

 ვარსკვლავთშორისი მტვრისა და გაზისგან შემდგარმა ღრუბელმა, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმა სრულიად შემთხვევით მიიღო, რაც ვარსკვლავური ქარებისა და გამოსხივების დამსახურებაა. ცხენის თავის სახელით ცნობილ ნისლეულამდე მანძილი 1500 სინათლის წელია და ორიონის ღრუბელების გიგანტური სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს. თავის “სიმაღლე” 5 სინათლის წელია, კატალოგში კი ბარნარდ 33-ის სახელით არის შეტანილი. მისი ბნელი, სინათლის მშთანთქმელი სილუეტი იმიტომ ჩანს, რომ ახლოს მდებარე წითელი ემისიური ნისლეულის, IC 434-ის წინ არის ამოზრდილი (ქართველი ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის მიერ გადაღებული ცხენის თავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.