“აპოლო-17”-ის დასაშვები მოდული

 მისია “აპოლო-17”-ის თითქოსდა მოუხერხებელი და კუთხეებიანი მთვარის მოდული “ჩელენჯერი”, კოსმოსურ სივრცეში გადასაადგილებლად შეიქმნა. ფოტო გადაღებულია სამეთაურო მოდულიდან “ამერიკა”, როცა “ჩელენჯერი” მთვარის ორბიტაზე ამოდიოდა. მთვარის მოდულის გვერდებზე სამანევრო მცირე გაწევის ძრავები ჩანს, ქვემოთ კი მთვარიდან ასაფრენი ძრავის საქშენი. წინიდან, მთვარის ზედაპირზე გადასასვლელი ლუქი. სამკუთხა ილუმინატორში კი მისიის მეთაურის, ჯინ სერნანის სახის გარჩევაც არის შესაძლებელი. ამ პატარა კოსმოსურმა ხომალდმა თავის საქმე კარგად შეასრულა, ასტრონავტები მთვარეზე დასვა და ისევ უკან, ორბიტაზე დარჩენილ მოდულზე აიყვანა, 1972 წლის დეკემბერს. სად არის ახლა “ჩელენჯერი”? უკან დასაბრუნებელ ხომალდთან შეპირაპირების მერე, ის დაახლოებით ისევ იმ ადგილზე იქნა ჩაგდებული, სადაც მანამდე დაეშვა. “აპოლო-17” ბოლო პილოტირებული ფრენა იყო მთვარისკენ, ახლა, ასტრონავტთა მოგზაურობის ბოლო წერტილი დედამიწასთან 200 კილომეტრში მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურია (“აპოლო 17” შორტის კრატერთან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.